FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

მეწარმეთა შესახებ

article  15

მეწარმის ფილიალი.
1. მეწარმეს შეუძლია დააარსოს ფილიალი. ეს ფილიალი არ არის იურიდიული პირი. საქართველოში რეგისტრირებული მეწარმის ფილიალი არ რეგისტრირდება.
2. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებულ მეწარმეს შეუძლია ამ მუხლის მე-5−მე-9 პუნქტების შესაბამისად დააარსოს ფილიალი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ.
3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ რეგისტრირებულ მეწარმეს შეუძლია ამ მუხლის მე-5−მე-9 პუნქტების შესაბამისად დააარსოს ფილიალი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში.
4. საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა წარედგინოს მარეგისტრირებელ ორგანოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ფორმით.
5. საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის რეგისტრაციის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
    ა) მეწარმის საფირმო სახელწოდებას;
    ბ) მეწარმის იურიდიულ მისამართს;
    გ) მეწარმის საქმიანობის ძირითად ადგილს;
    დ) მეწარმის სამართლებრივ ფორმას და იმ ქვეყანას, რომლის კანონმდებლობაც ვრცელდება მეწარმის რეგისტრაციაზე;
    ე) უცხო ქვეყნის იმ ორგანოს დასახელებას, რომლის მიერაც რეგისტრირებულია მეწარმე, და რეგისტრაციის ნომერს, თუ ამ ქვეყნის კანონმდებლობით რეგისტრაცია სავალდებულოა ან სავალდებულო არ არის, თუმცა მეწარმე რეგისტრირებულია;
მეწარმეთა შესახებ

article  15

ვ) ფილიალის საფირმო სახელწოდებას, რომელიც შედგება მეწარმის საფირმო სახელწოდებისა და დამატებისგან „ფილიალი“ ან „მეწარმის საფირმო სახელწოდებისგან განსხვავებული საფირმო სახელწოდება“;
    ზ) ფილიალის იურიდიულ მისამართს;
    თ) ფილიალის ხელმძღვანელის საიდენტიფიკაციო მონაცემებს და მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მოცულობას. თუ ფილიალს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე რამდენიმე პირი ჰყავს, მითითებული უნდა იყოს, ისინი ფილიალს ერთად წარმოადგენენ თუ ცალ-ცალკე;
    ი) მეწარმის, აგრეთვე ფილიალის საქმიანობის საგანს. მისი მითითებისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები საწარმოს საქმიანობის საგნის წესდებით განსაზღვრის შესახებ;
    კ) არსებობის შემთხვევაში − ფილიალის რეგისტრაციის მომენტისთვის სამეწარმეო საზოგადოების განთავსებული კაპიტალის ოდენობას.
6. საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის რეგისტრაციის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს:
    ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული, მეწარმის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
    ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო დოკუმენტები და წესდება;
მეწარმეთა შესახებ

article  15

გ) დოკუმენტი, რომლითაც დგინდება სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ვინაობა და  საიდენტიფიკაციო მონაცემები, აგრეთვე ინფორმაცია მისი თანამდებობაზე დანიშვნისა და უფლებამოსილების ვადის ამოწურვის თაობაზე. ეს დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მითითებას იმის თაობაზე, პირი ფილიალს წარმოადგენს, როგორც სამეწარმეო საზოგადოების ორგანოს წევრი თუ როგორც ფილიალის საქმიანობასთან დაკავშირებით სამეწარმეო საზოგადოების მუდმივი წარმომადგენელი;
    დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული მეწარმის (მის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირის/ორგანოს) გადაწყვეტილება ფილიალის დაარსების შესახებ;
    ე) ფილიალის ხელმძღვანელად/წარმომადგენლად დასანიშნი პირის თანხმობა.
7. არსებობის შემთხვევაში სააქციო საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფილიალი ვალდებულია სამეწარმეო საზოგადოების ფინანსური ანგარიშგება/კონსოლიდირებული ანგარიშგება, რომელიც შედგენილი, აუდიტირებული და გამოქვეყნებულია მეწარმის რეგისტრაციის განმახორციელებელი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, გამოაქვეყნოს ან განათავსოს სამეწარმეო საზოგადოების/ფილიალის ვებგვერდზე.
მეწარმეთა შესახებ

article  15

8. ფილიალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მარეგისტრირებელ ორგანოს აცნობოს ამ მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციისთვის სავალდებულო ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შესახებ, აგრეთვე ფილიალის დახურვის, სამეწარმეო საზოგადოების დაშლის, მისი ლიკვიდაციის პროცედურის დაწყებისა და დასრულების, ლიკვიდატორების ვინაობის, მათი თანამდებობაზე დანიშვნისა და უფლებამოსილების ვადის ამოწურვის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნისა და დასრულების, მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.
9. მეწარმის არსებობის შეწყვეტით წყდება მისი ფილიალის არსებობაც.