FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

შრომითი მიგრაციის შესახებ

article  3

ტერმინთა განმარტება. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობა – პირის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან მისთვის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობაში დახმარების გაწევასთან დაკავშირებული საქმიანობა; ა-1) საშუამავლო კომპანია − იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება), რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეების ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელების საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან;
    ბ) სეზონური სამუშაო – სამუშაო, რომელიც მხოლოდ გარკვეულ პერიოდში ან წელიწადის გარკვეულ დროს სრულდება, რაც კლიმატურ ან სხვა ბუნებრივ პირობებთან არის დაკავშირებული;
    გ) უცხოელი დამსაქმებელი – უცხოელი ან უცხოური ორგანიზაცია, რომელსაც შრომითი მოწყობის სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად  უფლება აქვს, შრომითი ურთიერთობა ჰქონდეს შრომით ემიგრანტთან, და რომელიც მის შრომას შრომითი მოწყობის სახელმწიფოში იყენებს;
შრომითი მიგრაციის შესახებ

article  3

გ-1) ადგილობრივი დამსაქმებელი − საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე, ამხანაგობა, უცხოური ორგანიზაციის საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობა ან საქართველოში კანონიერ საფუძველზე მცხოვრები პირი, რომელსაც საქართველოს  კანონმდებლობით მინიჭებული აქვს უფლება, შრომითი ურთიერთობა ჰქონდეს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელთან, და რომელიც იყენებს მის შრომას საქართველოში;
შრომითი მიგრაციის შესახებ

article  3

დ) უცხოელი დამსაქმებლის დავალებით დადებული შრომითი ხელშეკრულება – შრომითი ხელშეკრულება, რომელსაც შრომით ემიგრანტთან უცხოელი დამსაქმებლის სახელით დებს ამ დამსაქმებლის დავალებით მოქმედი იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება), რომელიც საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებულ საქმიანობას ამ კანონის შესაბამისად რეგისტრაციის საფუძველზე ახორციელებს;
    ე) უცხოური ორგანიზაცია – უცხოური იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სამართლებრივი სტატუსის არმქონე უცხოური ორგანიზაცია;
    ვ) შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულება – პირსა და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ამ კანონის შესაბამისად განმახორციელებელ იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალს (წარმომადგენლობას, მუდმივ დაწესებულებას) შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის პირისთვის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობაში დახმარების მომსახურების (მომსახურებების) გაწევასთან დაკავშირებით წარმოშობილ ურთიერთობებს;
შრომითი მიგრაციის შესახებ

article  3

ზ) შრომითი ემიგრანტი – პირი, რომელიც გადის ან გასულია საქართველოდან შრომითი მოწყობის სახელმწიფოში უცხოელ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით;
    თ) შრომითი იმიგრანტი – საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი, რომელიც საქართველოში შემოდის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით;
შრომითი მიგრაციის შესახებ

article  3

ი) შრომითი მიგრაცია – პირის საქართველოდან შრომითი მოწყობის სახელმწიფოში გასვლა უცხოელ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის სხვა სახელმწიფოდან საქართველოში შემოსვლა ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით;
    კ) შრომითი მოწყობის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზედაც შრომითი ემიგრანტი უცხოელ დამსაქმებელთან ანაზღაურებად შრომით საქმიანობას ახორციელებს;
    ლ) შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულება – უცხოელ დამსაქმებელსა და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ამ კანონის შესაბამისად განმახორციელებელ იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალს (წარმომადგენლობას, მუდმივ დაწესებულებას) შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის პირის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებით წარმოშობილ ურთიერთობებს;
შრომითი მიგრაციის შესახებ

article  3

მ) შრომითი ურთიერთობა – პირსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის არსებული, შრომითი მოწყობის სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობა;
შრომითი მიგრაციის შესახებ

article  3

ო) საერთაშორისო ხელშეკრულება − „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ხელშეკრულება;
    პ) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატი − დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მისი მფლობელი საშუამავლო კომპანია აკმაყოფილებს საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად დადგენილ პირობებსა და კრიტერიუმებს. აღნიშნულ სერტიფიკატს გასცემს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საშუამავლო კომპანიაზე მისი სხვა საშუამავლო კომპანიისთვის ნებისმიერი ფორმით გადაცემის უფლების გარეშე;
    ჟ) შრომითი იმიგრანტის რეგისტრაცია − ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია;