Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ article 19 საზოგადოების საინფორმაციო უზრუნველყოფა. 1. საზოგადოების საინფორმაციო უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო განახორციელებს დივერსიფიცირებულ პროგრამებს, ქმნის სახელმწიფო საინფორმაციო რესურსებს, მონაწილეობს მონაცემთა საერთაშორისო ბანკებისა და საინფორმაციო ქსელის შექმნაში, იძლევა ამ ინფორმაციის მისაწვდომობისა და მისი გამოყენების უფლების გარანტიებს. 2. სათანადო საინფორმაციო სტრუქტურების ქსელის განვითარებით სახელმწიფო უზრუნველყოფს პირველადი ინფორმაციის შეგროვებას, გადამუშავებას, დაცვასა და გავრცელებას. 3. საინფორმაციო-ტექნიკური ინფორმაციის სფეროში საქმიანობის, მათ შორის სახელმწიფო, სამსახურებრივი და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მისაწვდომობისა და მისი გავრცელების რეგლამენტირება ხდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით. |