Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ article 8 წევრების უფლებამოსილება. 1. წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის უმაღლესი ორგანოა მისი წევრების საერთო კრება. კრებებს შორის პერიოდში მისი ფუნქციები შეიძლება დაეკისროს წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ სხვა ორგანოს. 2. წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის წევრთა კრება მონაწილეთა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას წესდების (დებულების) შესახებ, ირჩევს მართვის ორგანოებს და წყვეტს სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ამ პირის საქმიანობის თაობაზე. კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი. 3. წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის წევრებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ ამ პირის წესდების (დებულების) ძირითადი დებულებები. |