Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
კულტურის შესახებ article 5 ძირითადი ტერმინები. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კულტურული მოღვაწეობა _ კულტურული ფასეულობების დაცვა, შენარჩუნება, კვლევა, გავრცელება და ათვისება; ბ) შემოქმედებითი მოღვაწეობა _ კულტურული ფასეულობების შექმნა, აღდგენა და ინტერპრეტაცია; გ) კულტურული მოღვაწეობის სუბიექტები - კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირები, სახელმწიფო; დ) შემოქმედებითი მუშაკი _ ფიზიკური პირი, რომელიც კულტურულ ფასეულობებს ქმნის, აღადგენს ან ახდენს მათ ინტერპრეტაციას; ე) კულტურის მუშაკი _ ფიზიკური პირი, რომელიც კულტურის სფეროში საქმიანობს; ვ) კულტურის ორგანიზაცია _ სახელმწიფო ან არასახელმწიფო ორგანიზაცია, დაწესებულება ან საწარმო, აგრეთვე ასოციაცია, შემოქმედებითი კავშირი და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც ეწევა კულტურულ და შემოქმედებით მოღვაწეობას; ზ) კულტურის სფერო _ ისტორიულ-კულტურული ტერიტორიები და ობიექტები, შენობა-ნაგებობები, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლები, ფოლკლორი, მხატვრული სუვენირი, ხალხური რეწვა და ხელობა, პროფესიული ხელოვნება და ლიტერატურა, სახელოვნებო განათლება და მასთან დაკავშირებული პედაგოგიკა, სამეცნიერო კვლევა და მეთოდიკა, ტექნოლოგიები, კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის პოპულარიზაცია და გაშუქება, კულტურულ-გასართობი შემეცნებითი პროგრამები და შოუ-ბიზნესი; |
კულტურის შესახებ article 5 თ) კულტურული მემკვიდრეობა: თ.ა) მატერიალური – ადამიანის მიერ ან ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების შედეგად შექმნილი ნებისმიერი სახის, მხატვრული, ესთეტიკური, ისტორიული, მემორიალური ღირებულების მქონე არქიტექტურული, ხელოვნების, ქალაქთმშენებლობითი, სასოფლო, არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული, მონუმენტური, ტექნიკის განვითარებასთან დაკავშირებული უძრავი ან მოძრავი ობიექტები, დოკუმენტური მასალები, ასევე ბაღები, პარკები, ლანდშაფტური არქიტექტურის ობიექტები, ისტორიული დასახლებები, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემო, დაკავშირებული ქვეყნის ისტორიასთან, განვითარებასთან, ფოლკლორთან, რწმენასა და ტრადიციებთან, ადრე ან ამჟამად არსებულ ცივილიზაციასთან; თ.ბ) არამატერიალური – ზეპირსიტყვიერების ტრადიციები და გამოხატვის ფორმები, ენის, როგორც მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მატარებლის, ჩათვლით, საშემსრულებლო ხელოვნება, ადათწესები, ჩვეულებები, ტრადიციულ ხელოვნებასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, ასევე მათთან დაკავშირებული ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები და კულტურული სივრცეები, რომლებიც საზოგადოების, ჯგუფებისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ცალკეული პირების მიერ აღიარებულია მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად; |
კულტურის შესახებ article 5 ი) კულტურული ფასეულობა – შემოქმედებითი პროცესის შედეგად, ნებისმიერი მასალითა და საშუალებით, ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი უძრავი ან მოძრავი ნივთი, რომელსაც აქვს მხატვრული, ესთეტიკური, ეთნოლოგიური, არქეოლოგიური, ისტორიული, რელიგიური, მემორიალური, მეცნიერული, ტექნიკური, ტექნოლოგიური ღირებულება; კ) ინტელექტუალური საკუთრება _ შემოქმედებითი მოღვაწეობის ობიექტივირებული შედეგი; ლ) სახელმწიფო კულტურული პოლიტიკა _ იმ პრინციპებისა და ნორმების ერთობლიობა, რომლითაც ხელმძღვანელობს სახელმწიფო კულტურის დაცვის, განვითარებისა და გავრცელების საქმეში; მ) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია − სხვადასხვა მასალით შექმნილი ობიექტი, რომელიც კულტურულ ფასეულობას მიეკუთვნება: ძეგლი (ქანდაკება, სკულპტურა), ობელისკი, ინსტალაცია (კონცეპტუალური ხელოვნების ობიექტი). |