FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  75

უცხოური საქონლის დროებით შენახვა და დროებით შენახვის დეკლარაცია.
1. უცხოური საქონელი საბაჟო ორგანოსთვის წარდგენისთანავე დროებით უნდა იქნეს შენახული.
2. საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილ უცხოურ საქონელზე წარდგენილი უნდა იქნეს დროებით შენახვის დეკლარაცია, რომელიც შეიცავს მისი დროებით შენახვისთვის აუცილებელ ყველა მონაცემს.
3. დროებით შენახულ საქონელთან დაკავშირებული დოკუმენტები უნდა წარედგინოს საბაჟო ორგანოს, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით ან აუცილებელია საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის.
4. ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა დროებით შენახვის დეკლარაცია უნდა წარადგინოს არაუგვიანეს საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის მომენტისა.
5. დროებით შენახვის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს მითითებას საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილ საქონელთან დაკავშირებულ საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ არსებობს ან ეს საქონელი უკვე იყო დროებით შენახული ან საბაჟო პროცედურაში მოქცეული და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ჯერ არ არის გატანილი.
6. საბაჟო ორგანოს თანხმობით დროებით შენახვის დეკლარაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს შემდეგი ფორმით:
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  75

ა) შესაბამისი საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაზე მითითებით, თუ საბაჟო ორგანოსთვის დამატებით წარდგენილია დროებით შენახვის დეკლარაციისთვის აუცილებელი მონაცემები;
    ბ) სატრანსპორტო დოკუმენტით, თუ იგი შეიცავს დროებით შენახვის დეკლარაციის შესაბამის მონაცემებს, მათ შორის, საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაზე მითითებას.
7. საბაჟო ორგანომ შეიძლება დაუშვას დროებით შენახვის დეკლარაციის შესავსებად სავაჭრო, საპორტო ან სატრანსპორტო საინფორმაციო სისტემის გამოყენება, თუ ეს სისტემა შეიცავს ამ დეკლარაციისთვის საჭირო მონაცემებს და ეს მონაცემები ხელმისაწვდომია ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისად.
8. დროებით შენახვის დეკლარაცია მოწმდება ამ კოდექსის 96-ე−მე-100 მუხლების შესაბამისად.
9. დროებით შენახვის დეკლარაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი მიზნით:
    ა) ამ კოდექსის 69-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის შეტყობინების მიზნით;
    ბ) ამ კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის მიზნით, თუ შესრულებულია იმავე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
10. დროებით შენახვის დეკლარაციის წარდგენა არ მოითხოვება, თუ არაუგვიანეს საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის ვადისა ამ კოდექსის შესაბამისად საქონელს განესაზღვრა საქართველოს საქონლის სტატუსი.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  75

11. საბაჟო ორგანომ უნდა შეინახოს დროებით შენახვის დეკლარაცია ან ხელი უნდა მიუწვდებოდეს მასზე, რათა შეამოწმოს, ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი მოექცა თუ არა საბაჟო პროცედურაში ან განხორციელდა თუ არა მისი რეექსპორტი ამ კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად.
12. ამ მუხლის მიზნისთვის ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული უცხოური საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენისას ტრანზიტის ოპერაციისთვის წარდგენილი მონაცემები შეიძლება მიჩნეულ იქნეს დროებით შენახვის დეკლარაციად, თუ ისინი შეიცავს დროებით შენახვის დეკლარაციისთვის აუცილებელ ინფორმაციას.