FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

წყლის შესახებ

article  85

წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა.
1. წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ამოცანაა უზრუნველყოს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ წყლის დაცვის ვალდებულებათა შესრულება, წყლის ობიექტებით სარგებლობისა და მათი დაცვის წესებისა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების დაცვა.
2. წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას ექვემდებარება მოსარგებლის ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია წყლის ობიექტებით სარგებლობასთან.
3. წყლის გამოყენებისა და დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
4. სამინისტრო აკონტროლებს და აწესრიგებს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წყლის კანონმდებლობით დადგენილი წყალსარგებლობის წესების, გაბინძურების, დანაგვიანებისა და დაშრეტისაგან წყლის დაცვის ნორმებისა და წესების მოთხოვნათა შესრულების, წყლის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილებისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების, წყლის გამოყენების პირველადი და სახელმწიფო აღრიცხვის წარმოებისა და სხვა ვალდებულებათა შესრულებას.
5. წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კონტროლის მიზანია:
წყლის შესახებ

article  85

ა) საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, გემებისა და სხვა მცურავი საშუალებების (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად), თანამდებობის პირებისა და მოქალაქეების მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და წყლის კანონმდებლობის, წყლის დაცვისა და გამოყენების ინსტრუქციების დაცვა;
    ბ) წყლის ობიექტების რაციონალური გამოყენება (მათი კომპლექსური გამოყენების მოთხოვნების დაცვის გათვალისწინებით), წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანებისა და დაშრეტისაგან დაცვა;
    გ) წყალსამეურნეო სისტემებისა და წყალსაცავების, აგრეთვე წყალსაცავებად გამოყენებული ტბებისა და სხვა წყალსატევების ექსპლუატაციის წესების დაცვა;
    დ) გამწმენდ ნაგებობათა და მოწყობილობათა მუშაობის ეფექტიანობის უზრუნველყოფა, აგრეთვე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლების ჩაშვების წესებისა და პირობების დაცვა;
    ე) წყალსარგებლობისა და წყალჩაშვების ნორმებისა და წესების, აგრეთვე წყალსარგებლობის დადგენილი რეჟიმის დაცვა;
    ვ) საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში წყლის დაცვისა და გამოყენების დარგში მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევებისა და მოწინავე გამოცდილების დანერგვა;
წყლის შესახებ

article  85

ზ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წყალდაცვით ზოლებსა და სანიტარიული დაცვის ზონებში წყლის დაცვის ღონისძიებათა, აგრეთვე წყლის მავნე ზემოქმედების (წყალდიდობა, დატბორვა, შეტბორვა, ნაპირების ნგრევა და სხვა მავნე მოვლენები) წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შესრულება;
    თ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წყლის ობიექტებიდან აღებული და მასში ჩაშვებული წყლის რაოდენობის პირველადი აღრიცხვის სწორად წარმოება და ჩაშვებული წყლის ხარისხის განსაზღვრა; წყლის მოხმარებისა და ჩაშვების აღრიცხვისათვის საჭირო მოწყობილობისა და აპარატურის არსებობის უზრუნველყოფა, მისი მდგომარეობის შემოწმება და ამ მოწყობილობისა და აპარატურის სახელმწიფო ატესტაციის დაწესებული ვადის დაცვა.
6. სამინისტროს უფლება აქვს:
    ა) შეწყვიტოს წყლისა და მისი ობიექტებით თვითნებური, აგრეთვე წყლის დაცვისა და გამოყენების დადგენილი წესების, ვადის, კვოტების და სხვა მოთხოვნების დარღვევით სარგებლობა;
    ბ) გასცეს განკარგულებები წყლის დაცვისა და გამოყენების წესების,კვოტების, ვადისა და სხვა მოთხოვნების დარღვევათა აღმოფხვრის შესახებ;
    გ) შეაჩეროს სამუშაოები, რომელთა განხორციელებისას სისტემატურად ირღვევა წყლის დაცვისა და გამოყენების წესები, კვოტები და სხვა მოთხოვნები, ამ დარღვევათა აღმოფხვრამდე.
წყლის შესახებ

article  85

7. წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებენ სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში.
8. საქართველოს ნორმატიული აქტებით შეიძლება დადგენილ იქნეს წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის სხვა მიზნები.