Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ article 7 მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს უფლებამოსილება შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში. 1. სააგენტოს ტერიტორიული ერთეულია მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო თავის სამოქმედო ტერიტორიაზე. 2. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო უზრუნველყოფს: ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ბავშვის უფლებების დაცვას; ბ) შვილად აყვანის/მინდობით აღზრდის პროცედურის განხორციელების ყველა ეტაპზე გასაშვილებელი ბავშვის/მინდობით აღსაზრდელის წარმომადგენლობას; გ) ბავშვის გაშვილების მსურველი პირისთვის და ბავშვის მიტოვების მსურველი პირისთვის კონსულტაციის გაწევას; დ) შვილად აყვანის მსურველი პირისთვის შვილად აყვანის შესახებ კონსულტაციის გაწევას, რაც დასტურდება სპეციალური ფორმით, რომელსაც სააგენტოს დირექტორი ბრძანებით ამტკიცებს; ე) ბავშვისთვის საჭირო კონსულტაციის გაწევას მისი ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით; ვ) შვილად აყვანის მსურველი პირის (პირების) განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღებას; ზ) ამ კანონით დადგენილი წესით პირისათვის გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭებას; თ) შვილად აყვანის მსურველი პირის (პირების) ოჯახის და გასაშვილებელი ბავშვის შეფასებას; ი) შვილად აყვანის მსურველი პირის (პირების) რეგისტრაციას; კ) შვილად აყვანის პროცესის განხორციელებას; |
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ article 7 ლ) შვილად აყვანის შესახებ სასამართლო საქმის წარმოების პროცესში მონაწილეობას; მ) შვილად აყვანის შემდეგ მშვილებლისთვის (მშვილებლებისთვის) დახმარების გაწევას, მათ შორის, ახალ გარემოში ბავშვის ფსიქოსოციალური ადაპტაციისთვის; ნ) მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის შეფასებას; ო) მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის რეგისტრაციას; პ) მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირის, მინდობით აღზრდის მსურველი პირის, მინდობით აღსაზრდელისა და მინდობით აღმზრდელის რეგისტრაციას და აღნიშნულ პირთა შესახებ ინფორმაციის სისტემატიზებას; ჟ) მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის თავსებადობის შეფასებას; რ) მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავებას და ამ გეგმის განხორციელების მონიტორინგს; ს) მინდობით აღსაზრდელის საცხოვრებელი პირობების, აღზრდა-განვითარების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის ზედამხედველობას, აგრეთვე მინდობით აღმზრდელის მიერ საკუთარი მოვალეობების შესრულების ზედამხედველობას, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავებას და ამ გეგმის განხორციელების მონიტორინგს; ტ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, მინდობით აღზრდის საკითხებზე კონსულტაციების გამართვას; |
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ article 7 უ) ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. 3. მხოლოდ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოა უფლებამოსილი, მიიღოს ბიოლოგიური მშობლის (ბიოლოგიური მშობლების) თანხმობა ბავშვის გაშვილებასა და ბავშვის მიტოვებაზე. 4. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საქმიანობის წესს ამტკიცებს მინისტრი. |