Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 632 1. მოვალეს, რომლის მიმართაც დაწყებულია სააღსრულებო წარმოება თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებით, უფლება აქვს, მიმართოს აღმასრულებელს და მოსთხოვოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე წინმსწრები სააუქციონო მომსახურების გაწევა. ასეთი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს სარეალიზაციო ქონების ზუსტ აღწერილობას და ამ ქონების საწყის ფასს, რომელსაც განსაზღვრავს თავად მესაკუთრე და რომელიც არ უნდა იყოს აღსასრულებელი მოთხოვნის, აღსრულების საფასურის, აღსრულების ხარჯებისა და სააუქციონო მომსახურების საფასურის ჯამზე ნაკლები. აღმასრულებელი ვალდებულია შეასრულოს წინმსწრები სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ მოთხოვნა. ეს მოთხოვნა აღმასრულებელს წერილობით წარედგინება. მას უნდა დაერთოს სააუქციონო მომსახურების საფასურის, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. წინმსწრები სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ მოთხოვნას ასევე უნდა დაერთოს ამ მოთხოვნით მიმართვამდე არაუმეტეს 2 სამუშაო დღით ადრე განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან სარეალიზაციო უძრავი ქონების შესახებ და ამ ქონების აღწერილობის ამსახველი მასალა (ფოტოები, ნახაზები, რეალიზაციის ხელშეწყობისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია). მოვალის მიერ წარდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სისწორისა და ნამდვილობისათვის პასუხისმგებელია თავად მოვალე. აღმასრულებელი პასუხისმგებელია მხოლოდ თავისი ბრალეული ქმედებით გამოწვეული ზიანისათვის. |
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 632 2. წინმსწრები სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ აღმასრულებლისათვის წარდგენილი მოთხოვნა კმაყოფილდება მისი წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მომდევნო 2 სამუშაო დღის განმავლობაში დადგენილი წესით ცხადდება აუქციონი. თუ აღნიშნული მოთხოვნა წარდგენილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაუცველად, აღმასრულებელი ვალდებულია მოთხოვნის წარმდგენ პირს აცნობოს ნაკლოვანების შესახებ, ნაკლოვანების ზუსტი მითითებით, და მოსთხოვოს მისი 3 სამუშაო დღის ვადაში აღმოფხვრა. ნაკლოვანების ამ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნა განუხილველი რჩება, რაც იმავე პირს არ ართმევს უფლებას, ხელმეორედ წარადგინოს იგივე მოთხოვნა სათანადო ვადის გათვალისწინებით. ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადა აითვლება ამ კანონით დადგენილი წესით მოვალისათვის წერილობითი შეტყობინების ჩაბარების დღიდან, რაც ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ასეთი ვადის დაწესების შესახებ აღმასრულებლის წერილობითი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აისახება საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში. მოვალეს უფლება აქვს, ნაკლოვანების აღმოფხვრის ვადის განმავლობაში მოითხოვოს ამ ვადის არაუმეტეს 2 სამუშაო დღით გაგრძელება. ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. |
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 632 3. წინმსწრები აუქციონი ტარდება აუქციონის ჩატარებისათვის ამ კანონით დადგენილი წესით. ქონების საწყის ფასად განისაზღვრება მოვალის მიერ წინმსწრები სააუქციონო მომსახურების შესახებ მოთხოვნაში მითითებული ფასი. წინმსწრები აუქციონი ერთხელ ტარდება და მისი უშედეგოდ დასრულება არ წარმოშობს აუქციონის ხელმეორედ ან დამატებით ჩატარების ვალდებულებას. 4. წინმსწრებ აუქციონზე ქონების რეალიზაციის შემთხვევაში შემძენის სასარგებლოდ გაიცემა განკარგულება ამ კანონით დადგენილი წესით. აუქციონში გამარჯვებულს წარმოეშობა ამავე კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. 5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენის დღისათვის იმავე პუნქტში აღნიშნული მოვალის მიმართ დაწყებულია და მიმდინარეობს სხვა სააღსრულებო წარმოება, აუქციონზე სარეალიზაციო ქონების საწყისი ფასი არ უნდა იყოს ყველა ასეთი აღსასრულებელი მოთხოვნის, აღსრულების საფასურის, აღსრულების ხარჯისა და სააუქციონო მომსახურების საფასურის ჯამზე ნაკლები. |
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 632 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენა დასაშვებია აღსრულების დაწყების შესახებ მოვალის დადგენილი წესით ინფორმირების დღიდან მომდევნო 15 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ ამავე მუხლით განსაზღვრული წესით წინმსწრები აუქციონის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ კრედიტორის წინასწარი წერილობითი თანხმობით. 7. ამ მუხლით განსაზღვრული წესით წინმსწრები აუქციონის ჩატარება დასაშვებია ერთი სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მხოლოდ ერთხელ. ამ უფლების ყოველი შემდგომი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კრედიტორის წერილობითი თანხმობით. 8. ამ მუხლით განსაზღვრული წესით წინმსწრები აუქციონის ჩატარების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, თუ მოვალემ სხვა სააღსრულებო წარმოებაში გაუშვა ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ვადა და ეს სააღსრულებო წარმოება დასრულებული არ არის. 9. კრედიტორისა და მოვალის შეთანხმების შემთხვევაში, მათი განცხადების საფუძველზე, აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია დაადგინოს, რომ ყადაღადადებული უძრავი ქონება რეალიზებული იქნება ამ კანონით განსაზღვრულისგან განსხვავებული წესით. |