Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ article 54 ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმება. 1. ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია: ა) ლიცენზიის მფლობელის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირის მოთხოვნა; ბ) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობის და ამ რესურსის გამოყენებით პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შეწყვეტა ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან 1 წლის განმავლობაში 6 თვით; გ) ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობა; დ) სალიცენზიო პირობების დარღვევა ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში; ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დარღვევა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში. 2. ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების უფლება აქვს მხოლოდ კომისიას. |
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ article 54 3. ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელს/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირს მის მიერ გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება. 4. ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში ლიცენზია გაუქმებულად ითვლება. |