Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე article 13 უმაღლესი საბჭოს ბიურო, კომიტეტები და ფრაქციები. 1. უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზებისათვის იქმნება უმაღლესი საბჭოს ბიურო, რომლის შემადგენლობაში შედიან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, უმაღლესი საბჭოს კომიტეტებისა და უმაღლესი საბჭოს ფრაქციების თავმჯდომარეები. 2. საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლის მიზნით უმაღლეს საბჭოში იქმნება კომიტეტები. 3. უმაღლესი საბჭოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ უმაღლესი საბჭოს ფრაქციაში რეგლამენტით დადგენილი წესით. ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს სამზე ნაკლები. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. უმაღლესი საბჭოს ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებები განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით. |