FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

ინოვაციების შესახებ

article  2

ტერმინთა განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) ინოვაცია – ეკონომიკური, სამეცნიერო ან სოციალური ღირებულების მქონე, გამოყენებადი, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტი, პროცესი ან მომსახურება, რომელიც შესაძლებელია იყოს სხვადასხვა სახის, მათ შორის: ა.ა) ინოვაციური პროდუქტი – ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტი, რომელიც არ გულისხმობს სხვა პირის მიერ შემუშავებული ან წარმოებული ინოვაციური პროდუქტის მხოლოდ ესთეტიკურ ცვლილებას; ა.ბ) ინოვაციური პროცესი – წარმოების ან მომსახურების ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მეთოდის გამოყენება, რომელიც პირისთვის არის სიახლე ან გაუმჯობესება, იმის მიუხედავად, ეს პროცესი სხვა პირის მიერაა შექმნილი თუ არა; ა.გ) ორგანიზაციული ინოვაცია – მენეჯმენტის სტრუქტურის ან მეთოდის ახალი ან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც მიმართულია ორგანიზაციაში პროდუქტის ან მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისკენ ან/და ცოდნის გამოყენების გაუმჯობესებისკენ ან ბიზნესის ეფექტიანობის ზრდისკენ; ა.დ) ინოვაციური მარკეტინგი – მარკეტინგის ახალი მეთოდის გამოყენება, მათ შორის, პროდუქტის დიზაინისა და შეფუთვის და ამ პროდუქტის პოპულარიზაციისა და შეთავაზების მნიშვნელოვანი ცვლილებები;
ინოვაციების შესახებ

article  2

ბ) ინოვაციური საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ეკონომიკური ან სოციალური ღირებულების მქონე, გამოყენებადი, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტის, პროცესის ან მომსახურების შესაქმნელად;
    გ) ინოვაციური საქმიანობის სუბიექტი – პირი, რომელიც ინოვაციურ საქმიანობას ახორციელებს;
    დ) ინოვაციური პროექტი – პროექტი, რომლის მიზანია ინოვაციური საქმიანობის განხორციელება;
    ე) ინოვაციური საქმიანობის ინფრასტრუქტურა – გარემო, რომელიც მიმართულია საგანმანათლებლო, სამრეწველო, სამეცნიერო და კერძო სექტორების დაკავშირებისა და თანამშრომლობისკენ და ინოვაციური საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობისკენ;
ინოვაციების შესახებ

article  2

ლ) ტექნოლოგიების გადაცემა − ტექნოლოგიის/ინოვაციის გადაცემის მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს ინტელექტუალური საკუთრების განსაკუთრებული უფლების მფლობელის მიერ კომერციული სარგებლის მიღების მიზნით ტექნოლოგიის/ინოვაციის გამოყენებისა და დანერგვის უფლების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, მთლიანად ან ნაწილობრივ სხვა პირისთვის გადაცემას;
    მ) ინოვაციების ინფრასტრუქტურა − ადმინისტრაციული ორგანოს ან კერძო პირების მიერ შექმნილი ინოვაციების ხელშემწყობი მექანიზმების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ტექნოლოგიურ პარკებსა და აქსელერატორებს, აგრეთვე ტექნოლოგიების გადაცემას და სხვა მექანიზმებს;
    ნ) ინოვაციების რეესტრი − მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსების მქონე სუბიექტების შესახებ, აგრეთვე საინვესტიციო ფონდების, ანგელოზ ინვესტორთა ქსელებისა და აქსელერატორების შესახებ;
ინოვაციების შესახებ

article  2

ვ) დამწყები ბიზნესი – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი, რომლის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციიდან 2 წელზე მეტი არ გასულა;
ინოვაციების შესახებ

article  2

ზ) ინოვაციის კომერციალიზაცია – ინოვაციის პრაქტიკული გამოყენება, რომელსაც დადებითი ეკონომიკური ან სოციალური ეფექტი აქვს;
    თ) ინოვაციების ეკოსისტემა – ეროვნული და რეგიონალური ინოვაციების სისტემების ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფოს, საგანმანათლებლო, სამრეწველო, სამეცნიერო და კერძო სექტორების თანამშრომლობას და მიმართულია სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცოდნის შექმნისაკენ, განვითარებისაკენ, გავრცელებისა და გამოყენებისაკენ ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით. [ი) ტექნოლოგიური პარკი − ინფრასტრუქტურული სივრცე, რომელიც დაინტერესებულ პირებს ტექნოლოგიურ, ინფრასტრუქტურულ და პროფესიულ მომსახურებებს უწევს;
    კ) აქსელერაცია − ინოვაციების ხელშემწყობი მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს კონკურსის წესით შერჩეული ინოვაციური საქმიანობის სუბიექტის სამუშაო სივრცით უზრუნველყოფას, აგრეთვე მისი ბიზნესიდეისა და მოდელის განვითარებასა და დახვეწას და საჭიროების შემთხვევაში კონკურსის პირობებით განსაზღვრული ინვესტიციის განხორციელებას;