Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 3 ვ) მმართველი − რეაბილიტაციის მმართველი ან/და გაკოტრების მმართველი; ზ) ზედამხედველი − რეგულირებული შეთანხმების შესრულებაზე ზედამხედველობისთვის დანიშნული პირი; მოვალის რეაბილიტაციის პროცესში საწარმოს მართვის ორგანოების შენარჩუნების შემთხვევაში მათ საქმიანობაზე ზედამხედველობისთვის დანიშნული პირი; თ) უზრუნველყოფილი კრედიტორი – კრედიტორი, რომლის მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით უზრუნველყოფილია იპოთეკით ან გირავნობით; ი) კონვერსია − ამ კანონით დადგენილი წესით რეაბილიტაციის რეჟიმიდან გაკოტრების რეჟიმში ან გაკოტრების რეჟიმიდან რეაბილიტაციის რეჟიმში გადასვლა, რა დროსაც უწყვეტად გრძელდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ახალი რეჟიმით გათვალისწინებული წესების შესაბამისად; კ) მთავარი ინტერესების ცენტრი − ადგილი, სადაც მოვალე მუდმივად ახორციელებს საქმიანობას თავისი ინტერესებიდან გამომდინარე და რომელსაც ასეთ ადგილად აღიქვამს მესამე პირი; ლ) მოვალე − ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტი; |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 3 მ) საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯი − მმართველის/ზედამხედველის მიერ გაწეული ხარჯი, რომელიც მოიცავს ამ კანონით დადგენილი წესით გზავნილის ფოსტით გაგზავნის, კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფის, ექსპერტიზის ჩატარების, საქმის მასალებისა და სხვა დოკუმენტაციის ასლების დამზადების ხარჯებს, აგრეთვე საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ სხვა აუცილებელ ხარჯს; ნ) ეკონომიკური ინტერესი − ქონების ღირებულება ან მისი სარგებლიანობა გადახდისუუნარობის მასისთვის; ო) გადახდისუუნარობის მასა − მოვალის ამ კანონის 59-ე მუხლით განსაზღვრული ქონება; პ) გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავა − გადახდისუუნარობის მასიდან ქონების გამოყოფის ან გადახდისუუნარობის მასიდან თანხის დაკისრების შესახებ დავა, რომელიც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე არსებული კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას უკავშირდება; ჟ) ლიკვიდური აქტივი − ფული ან სხვა აქტივი, რომელიც შეიძლება რეალიზებულ იქნეს მცირე დროში; რ) გაკოტრების მინიმუმი − ფულის ან სხვა აქტივის მოცულობა, რომელსაც, სავარაუდოდ, კრედიტორი მოვალის გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მიიღებდა; ს) მოვალესთან დაკავშირებული პირი: |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 3 ს.ა) მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, მისი მმართველი, სამეთვალყურეო ორგანოს წევრი; ს.ბ) მოვალის წილის მესაკუთრე პარტნიორი, მონაწილე, წევრი, აქციონერი, მეპაიე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მოვალის წილის არანაკლებ 5 პროცენტს; ს.გ) ამ მუხლის „ს.ა“ ან „ს.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის ნათესავი ან სხვა პირი, რომელსაც ამ მუხლის „ს.ა“ ან „ს.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთან ერთად ხანგრძლივ დროის მონაკვეთში აქვს საოჯახო მეურნეობა; ს.დ) პირები, რომლებიც მოვალესთან ერთად პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ საწარმოში, თუ მათი წილი ჯამურად არანაკლებ 20 პროცენტს შეადგენს ან ისინი სხვაგვარად ერთობლივად აკონტროლებენ ამ საწარმოს; ს.ე) პირი, რომლის წილს პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ან რომელსაც სხვაგვარად აკონტროლებს მოვალე; ს.ვ) ამხანაგობა, რომელშიც მონაწილეობს მოვალე; ს.ზ) სხვა პირი, რომელსაც მოვალესთან აქვს განსაკუთრებული ურთიერთობები, რომლებიც გავლენას ახდენს ამ პირის ან მის მიერ წარმოდგენილი პირის მიერ მოვალის მიმართ განხორციელებულ ქმედებაზე; ტ) ნათესავი − საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირი; |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 3 უ) წილის არაპირდაპირი ფლობა − წილის ფლობა პირის ნათესავის მიერ ან იმ იურიდიული პირის მიერ, რომლის წილის არანაკლებ 20 პროცენტს ფლობს ან რომელსაც სხვაგვარად აკონტროლებს ეს პირი; ფ) კონტროლი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა, ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების ქონა, პირის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის პირდაპირი ან არაპირდაპირი უფლება, ხმის უფლების მქონე წილის, აქციების ან პაის საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის მესაკუთრეობა; ქ) მორატორიუმი − ამ კანონით გათვალისწინებული ერთი ან ერთზე მეტი ღონისძიება, რომელიც (რომლებიც) მიზნად ისახავს საქმის წარმოების მიმდინარეობისას გადახდისუუნარობის მასის დაცვას და ამ კანონის მიზნის მიღწევის ხელშემშლელი ფაქტორების განეიტრალებას; ღ) შეცილების მოწინააღმდეგე მხარე − პირი, რომელიც ვალდებულია ამ კანონის VIII თავის შესაბამისად მოვალეს დაუბრუნოს ის, რაც მან შეცილებული ქმედების შედეგად მიიღო; ყ) სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალე − მოვალე, რომლის საქმიანობის შეჩერება/შეწყვეტა არსებით ზიანს მიაყენებს სახელმწიფო ინტერესს ან/და საზოგადოებრივ ინტერესს და რომელსაც ასეთ მოვალედ მიიჩნევს სასამართლო; |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 3 შ) პრეფერენციული მოთხოვნები − სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე გადასახდელი, 3 თვის ხელფასისა და შვებულების ხარჯების (გარდა მოვალის დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, აგრეთვე მათი ოჯახის წევრების ხელფასისა და შვებულების ხარჯებისა) ასანაზღაურებელი თანხები, საწარმოო ტრავმის გამო გადასახდელი თანხები (თითოეული კრედიტორისთვის − არაუმეტეს 1 000 ლარის ოდენობით); ჩ) პრეფერენციული საგადასახადო მოთხოვნები − სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე ბოლო 3 წლის შესაბამის საგადასახადო პერიოდზე წარმოშობილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული არაპირდაპირი გადასახადების თანხები; ც) არაპრივილეგირებული მოთხოვნა − კრედიტორის მოთხოვნა, რომლის არაპრივილეგირებული წესით დაკმაყოფილებაზედაც მოვალე და კრედიტორი წინასწარ შეთანხმდნენ. |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 3 ტერმინების განმარტება. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დაუზუსტებელი მოთხოვნა – მოთხოვნა, რომელიც დაზუსტებული არ არის და მოიცავს მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან ან შესაბამისი ხელშეკრულების დარღვევასთან ან მის შეუსრულებლობასთან დაკავშირებულ ან სამოქალაქო ურთიერთობიდან წარმოშობილ სხვა მოთხოვნას; ბ) პირობითი მოთხოვნა – მოთხოვნა, რომლის წარმოშობა დამოკიდებულია მომავალ და უცნობ მოვლენაზე და რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვალდებულებას, მათ შორის, მესამე პირის სასარგებლოდ გაცემულ გარანტიასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, რომელიც დამოკიდებულია ძირითადი ვალდებულების შესრულებაზე; გ) ვადამოუსვლელი (სამომავლო) მოთხოვნა – მოთხოვნა, რომლის შესრულების ვადაც სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისთვის არ დამდგარა; დ) ახალი კრედიტორული მოთხოვნა – მოთხოვნა, რომელიც სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოიშვა; ე) მიმდინარე რეგულარული ვალდებულებები − მოვალის ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებით დადებული შრომითი, იჯარის, მომსახურების ან სხვა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი, რეგულარულად შესასრულებელი ვალდებულებები; |