FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ტურიზმის შესახებ

article  42

ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება.
1. მომხმარებელს უფლება აქვს, გავიდეს დროის განაწილების, გრძელვადიანი დასვენების, გადაყიდვის ან გაცვლის ხელშეკრულებიდან 14 კალენდარულ დღეში ყოველგვარი განმარტების გარეშე.
2. ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა აითვლება:
    ა) ხელშეკრულების დადების დღიდან;
    ბ) იმ დღიდან, როდესაც მომხმარებელი მიიღებს ხელშეკრულებას, თუ ეს დღე დგება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თარიღზე გვიან.
3. ხელშეკრულების ვადა იწურება:
    ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დღიდან 1 წლისა და 14 კალენდარული დღის შემდეგ, თუ მოვაჭრემ არ შეავსო და მომხმარებელს წერილობით, მატერიალური ფორმით ან სხვა ხანგამძლე მატარებლის მეშვეობით არ გადასცა ხელშეკრულებიდან გასვლის სტანდარტული ფორმა ამ კანონის 41-ე მუხლის მე-5−მე-7 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად;
    ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დღიდან 3 თვისა და 14 კალენდარული დღის შემდეგ, თუ ამ კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მომხმარებელს არ მიეწოდა წერილობით ან სხვა ხანგამძლე მატარებლის მეშვეობით სტანდარტული საინფორმაციო ფორმის შესაბამისად.
ტურიზმის შესახებ

article  42

4. თუ ამ კანონის 39-ე მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულებიდან გასვლის სტანდარტული ფორმა მოვაჭრემ შეავსო წერილობით ან სხვა ხანგამძლე მატარებლის მეშვეობით და მომხმარებელს გადასცა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დღიდან 1 წლის განმავლობაში, ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის ათვლა დაიწყება მომხმარებლის მიერ აღნიშნული ფორმის მიღების დღიდან.
5. თუ ამ კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდა წერილობით ან სხვა ხანგამძლე მატარებლის მეშვეობით სტანდარტული საინფორმაციო ფორმის შესაბამისად ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დღიდან 3 თვის განმავლობაში, ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის ათვლა დაიწყება მომხმარებლის მიერ ამ ინფორმაციის მიღების დღიდან.
6. თუ მომხმარებელს გაცვლისა და დროის განაწილების ხელშეკრულებებს ერთდროულად სთავაზობენ, ორივე ხელშეკრულებასთან მიმართებით გამოიყენება ხელშეკრულებიდან გასვლის მხოლოდ ერთი ვადა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. ორივე ხელშეკრულებისთვის ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა უნდა გამოითვალოს ამავე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების მიხედვით.
ტურიზმის შესახებ

article  42

7. თუ მომხმარებელი განიზრახავს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენებას, მან მოვაჭრეს ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის ამოწურვამდე  წერილობით უნდა აცნობოს  თავისი გადაწყვეტილების შესახებ. მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს ხელშეკრულებიდან გასვლის სტანდარტული ფორმა, რომელსაც უზრუნველყოფს მოვაჭრე ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად. ბოლო ვადა დაცულია იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინება გაიგზავნება ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის ამოწურვამდე.