Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ article 5 უფლებაუნარიანობის შეძენა. 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი, როგორც ამ კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა და იურიდიული პირის სტატუსს იძენს წესდების (დებულების) დამტკიცებისა და იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნიდან (არჩევიდან). 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას: ა) კანონით; ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით; გ) სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. დ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით, ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად. ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძ ლება ერთობლივად დააფუძნოს რამდენიმე სახელმწიფო მმართველობის ორგანომ. |