Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ article 6 მოთხოვნები პოლიგრაფიული საწარმოებისადმი. 1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადება ხორციელდება პოლიგრაფიულ საწარმოებში, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონის მოთხოვნებს. 2. პოლიგრაფიული საწარმოები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს: ა) ამ კანონის მე-3 მუხლში აღნიშნული კატეგორიების მიხედვით ჰქონდეთ პროდუქციის დასამზადებლად განკუთვნილი სპეციალური პოლიგრაფიული მოწყობილობები; ბ) ფლობდნენ პროდუქციის დამზადების შესაბამის სპეციალურ ტექნოლოგიურ პროცესებს, ორიგინალების, ნიმუშების, საბეჭდი ფორმების ბეჭდვის, მათი ნუმერაციისა და დამუშავების ჩათვლით (სპეციალური ტექნოლოგიები, მასალები, მოწყობილობები და კონტროლის მეთოდები უნდა უზრუნველყოფდნენ პროდუქ-ციის საჭირო დაცვას გაყალბებისა და არასანქცირებული ტირაჟირებისაგან); გ) ჰყავდეთ პოლიგრაფიული პროფესიის სპეციალისტები; დ) უზრუნველყოფდნენ დამზადებული პროდუქციის დაცვას სპეციალური ტექნიკური და ორგანიზაციული საშუალებებით. 3. პოლიგრაფიული საწარმოს ფართობი უნდა აკმაყოფილებდეს საწარმოს დაცვის მოთხოვნებს, კერძოდ: ა) გარდერობი უნდა განლაგდეს და მოეწყოს ისე, რომ გამოირიცხოს საწარმოდან ნაბეჭდი პროდუქციის კონტროლის გარეშე გატანა; ბ) საწარმო უზრუნველყოფილი უნდა იყოს ენერგოკვების ალტერნატიული წყაროთი – გენერატორით; გ) სასაწყობო ფართობები ნედლეულისა და მზა პროდუქციისათვის უნდა იყოს განცალკევებული; |
მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ article 6 დ) უნდა არსებობდეს კლიენტის მომსახურების ოთახი. 4. პოლიგრაფიულ საწარმოში სამუშაოთა შესრულების სრულყოფილი ციკლი მოიცავს: ა) ბეჭდვამდელ პროცესებს; ბ) ბეჭდვის პროცესებს; გ) ბეჭდვისშემდგომი ოპერაციების უბანს; დ) წუნმდებელ-მაკონტროლებელ უბანს. 5. საამქროებისა და უბნების შესაძლებლობები უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადების ციკლი, ნიმუშების, ნუმერაციისა და დამუშავების ჩათვლით, უნდა შესრულდეს ერთ საწარმოში. საწარ-მოთა კოოპერაცია დაუშვებელია. 5 -1. პოლიგრაფიულ საწარმო ს , რომელსაც შეუძლია პროდუქციაზე დაიტანოს 3 ან/და მეტი დამცავი ნიშანი , ესაჭიროება სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლებ ის მიღება . 6. პოლიგრაფიულ საწარმოში მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშების დამზადების, აგრეთვე არამართლზომიერი ხელყოფისაგან დამცავი ნიშნების ამსახველი მატერიალური შემცველების შენახვა, დაცვა და განადგურება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |