Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ article 20 სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფების შემადგენლობა. 1. დაწესებულება ვალდებულია ჩამოაყალიბოს დამოუკიდებელი ჯგუფები შემდეგი ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებისგან: ა) 2-დან 3 წლამდე − სკოლამდელი განათლების პირველი წელი; ბ) 3-დან 4 წლამდე − სკოლამდელი განათლების მე-2 წელი; გ) 4-დან 5 წლამდე − სკოლამდელი განათლების მე-3 წელი; დ) 5 წლიდან სკოლის დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე − სკოლამდელი განათლების მე-4 წელი − ხორციელდება სასკოლო მზაობის პროგრამა. 2. ერთი ასაკის ბავშვთა არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში დაწესებულება უფლებამოსილია მომიჯნავე ასაკის ბავშვებისგან ჩამოაყალიბოს მრავალასაკობრივი ჯგუფი არაუმეტეს 15 ბავშვის შემადგენლობით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაწესებულება გადაწყვეტილებას იღებს თავის დამფუძნებელთან შეთანხმებით. |