Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ენერგოეფექტურობის შესახებ article 8 ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი. 1. ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი, როგორც პირველადი ენერგიის მოხმარების, ისე ენერგიის საბოლოო მოხმარების დანაზოგის რაოდენობა, განისაზღვრება ეესგ-ით 3 წელიწადში ერთხელ მომდევნო 3 წლისთვის. გრძელვადიანი მიზნებისთვის შესაძლებელია განისაზღვროს დამატებითი ინდიკატური (საორიენტაციო) სამიზნე მაჩვენებელი. |
ენერგოეფექტურობის შესახებ article 8 ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი. . 2. ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პერიოდში ენერგიის საპროგნოზო მოხმარება; ბ) ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; გ) ენერგიის დაზოგვის ხარჯეფექტური დარჩენილი პოტენციალი; დ) მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი; ე) ენერგიის იმპორტისა და ექსპორტის ცვლილებები; ვ) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მოხმარება, ატომური ენერგიის მოხმარება (არსებობის შემთხვევაში), ნახშირორჟანგის ჩაჭერისა და დასაწყობების ინფრასტრუქტურის მშენებლობა (არსებობის შემთხვევაში); ზ) წინა პერიოდში განხორციელებული ენერგოეფექტურობის ღონისძიებების შედეგები. 3. სამინისტრო ყოველი წლის 1 მარტამდე ამზადებს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შესრულების თაობაზე ანგარიშგების წესის შესაბამისად სამდივნოს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შესრულების თაობაზე. |