Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სოციალური მუშაობის შესახებ article 17 სოციალური მუშაობა კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთან. კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთან სოციალური მუშაობა გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისადმი − სპეციალური პენიტენციური სამსახურისადმი (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) დაქვემდებარებულ პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) განთავსებული ბრალდებულისა და მსჯავრდებულისთვის კონსულტაციების გაწევას, მოწყვლადი ჯგუფების გამოვლენას და მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; ბ) მსჯავრდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით მასთან დაკავშირებული რისკებისა და მისი საჭიროებების შეფასებას, ინდივიდუალური გეგმის შედგენას, მისთვის სარეაბილიტაციო მომსახურების მიწოდებას, მისი რეაბილიტაციის პროცესის ზედამხედველობას, კრიზისული შემთხვევების მართვას; გ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სოციალური გარემოს, უნარებისა და ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლას, მის შესახებ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მიზნით ინფორმაციის მიღებას, განრიდების პროგრამების ფარგლებში მისი ინდივიდუალური საქმის მართვას; |
სოციალური მუშაობის შესახებ article 17 დ) დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ პირთან რეფერალის სისტემის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით მუშაობას; ე) მსჯავრდებული არასრულწლოვნისა და სრულწლოვნის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობას; ვ) პენიტენციური კოდექსით, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და აღნიშნული კანონების საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას. |