Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ article 5 4. ხილკენკროვან სახეობათა ხე-მცენარეებისათვის – მსხალი, ვაშლი, ბალი, ატამი, გარგარი, ალუბალი, ქლიავი, ლეღვი, შინდი, ტყემალი – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება მე-3 ცხრილის შესაბამისად: |
ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ article 5 5. ბუჩქებისა და ხვიარა მცენარეებისათვის – ღვია, ტუია, წყავი, ჭყორი, შტამპიანი ჩვეულებრივი კვიდო, მარადმწვანე კვიდო, მაჰონია, წითელფოთოლა კოწახური, მარადმწვანე კოწახური, იუკა დიდებული – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება მე-4 ცხრილის შესაბამისად: |
ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ article 5 6. ამ მუხლით განსაზღვრული ჯგუფებისათვის სხვა ხე-მცენარეების, ბუჩქებისა და ხვიარა მცენარეების მიკუთვნებას ახორციელებს და ამტკიცებს ქ. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური. 7. დარღვევის იურიდიული პირის მიერ ჩადენის შემთხვევაში იურიდიული პირი იხდის ამ მუხლის ცხრილებში მითითებული შესაბამისი აღდგენითი ღირებულების ორმაგ ოდენობას. საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2317 - ვებგვერდი, 13.05.2014წ. |
ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ article 5 1. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობებისათვის, აგრეთვე მაღალი ღირებულების ჯგუფის წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარეებისათვის − მყრალი ღვია, აღმოსავლეთის ბიოტა, ელდარის ფიჭვი, შავი არყი, კავკასიური აკაკი, არმაზის შინდანწლა, ქართული თხილი, ჩვეულებრივი ხურმა, ქაცვი, ჭოროხის მუხა, ჰართვისის მუხა, აღმოსავლეთის მუხა, წიფელი, ჩვეულებრივი ჯონჯოლი, ქართული თელა, ნამყენი თუთა, თელამუში − აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება წლიური რგოლების რაოდენობის მიხედვით: წიწვოვანებისათვის მერქნის ერთი წლიური რგოლის ღირებულებაა 100 ლარი, ხოლო ფოთლოვანებისათვის − 50 ლარი. 11. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მწვანე ნარგავების უნებართვო განადგურების შემთხვევაში მერქნის წლიური რგოლების რაოდენობა ვერ დგინდება, აღდგენითი ღირებულება განისაზღვრება ხე-მცენარის დიამეტრის მიხედვით: ფოთლოვნებისთვის − ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირველი ცხრილის შესაბამისად, ხოლო წიწვოვნებისთვის − ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მე-2 ცხრილის შესაბამისად. |
ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ article 5 2. დაბალი ღირებულების ჯგუფის ფოთლოვან სახეობათა ხე-მცენარეებისათვის – ჭადარი, ვერხვი (ყველა სახეობის), ცხენისწაბლა, იფანი, ცაცხვი, ნეკერჩხალი (გარდა ქართული ნეკერჩხლისა), რცხილა, ჯაგრცხილა, აკაცია, აბრეშუმა აკაცია, სოფორა, გლედიჩია, არღავანი, არყის ხე, საპნის ხე, კატალპა, კუნელი – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება 1-ლი ცხრილის შესაბამისად: |
ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ article 5 3. წიწვოვან სახეობათა ხე-მცენარეებისათვის – კედარი (ყველა სახეობის), ფიჭვი (ყველა სახეობის), კვიპაროსი (ყველა სახეობის), ცრუცუგა, სოჭი, ნაძვი (ყველა სახეობის) – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება მე-2 ცხრილის შესაბამისად: |