Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
საგზაო მოძრაობის შესახებ article 49 გარე სანათი ხელსაწყოების გამოყენების პირობები. 1. დღე-ღამის ბნელ დროს, აგრეთვე არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრავ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული უნდა იყოს ახლო ან შორი განათების ფარა/ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები, ხოლო მისაბმელზე – წინა საგაბარიტო სინათლეები (თუ მათ არსებობას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა) და არანაკლებ ორი უკანა საგაბარიტო სინათლე. 2. შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები შემდეგ შემთხვევებში: ა) დასახლებულ პუნქტში, თუ გზა საკმარისად არის განათებული, და დაუსახლებელ პუნქტში, თუ სავალი ნაწილი თანაბრად არის განათებული და ეს განათება საკმარისია მძღოლისათვის საკმარის მანძილზე კარგი ხილვადობის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე იმისათვის, რომ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები საკმარის მანძილზე ხედავდნენ მოცემულ სატრანსპორტო საშუალებას; ბ) შემხვედრისთვის გვერდის აქცევის დროს, სატრანსპორტო საშუალებამდე არანაკლებ 150 მეტრ მანძილზე, რათა ფარების შუქმა შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს თვალი არ მოსჭრას და მას მიეცეს მოძრაობის მშვიდად და უსაფრთხოდ გაგრძელების საშუალება, აგრეთვე უფრო შორ მანძილზე, თუ საპირისპირო მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ფარის/ფარების შუქის პერიოდული გადართვით მიანიშნებს ამის აუცილებლობაზე; |
საგზაო მოძრაობის შესახებ article 49 გ) ნებისმიერ სხვა პირობებში, როცა თავიდან უნდა იქნეს აცილებული სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ან გზის გასწვრივ გამავალი სანაოსნო ან სალიანდაგო გზით მოსარგებლეთა მხედველობის დაბინდვა. 3. საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის შემთხვევაში მძღოლმა მოძრაობის ზოლის შეუცვლელად უნდა შეანელოს სიჩქარე, გაჩერდეს და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია. მოძრაობის განახლება დასაშვებია მხოლოდ მხედველობის სრული აღდგენის შემდეგ. 4. თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებით, ისინი უნდა იყოს თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლის, ორი, ხოლო მოტოციკლზე − ერთი. წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარები ისე უნდა დაყენდეს, რომ მათი გამნათებელი ზედაპირის არცერთი წერტილი არ იყოს ახლო განათების ფარების გამნათებელი ზედაპირის ყველაზე მაღალი წერტილის ზემოთ. თუ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მისაბმელზე დაყენებულია უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები, ისინი წითელი უნდა იყოს. 5. არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ან ვიწრო, მიხვეულ-მოხვეულ გზებზე მოძრაობისას ნისლსაწინააღმდეგო ფარები ირთვება შორი ან ახლო განათების ფარებთან ერთად. |
საგზაო მოძრაობის შესახებ article 49 6. წინა საგაბარიტო სინათლეებით აღჭურვილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ასეთი სინათლეები უნდა ჩაირთოს შორი ან ახლო განათების ფარებთან ან წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებთან ერთად. 7. დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავ ნებისმიერ მოტოციკლზე წინ ჩართული უნდა იყოს ახლო განათების ერთი ფარა მაინც, ხოლო უკან − წითელი მაშუქი. 8. დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა: ა) ორგანიზებულ სატრანსპორტო კოლონაში მოძრაობისას; ბ) ავტობუსით ან სათანადოდ მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარათი ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას; გ) არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების, აგრეთვე სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას; დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას, მობუქსირე სატრანსპორტო საშუალებაზე; ე) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე, სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისას. |
საგზაო მოძრაობის შესახებ article 49 9. დაბინდებიდან გათენებამდე, აგრეთვე ნებისმიერი სხვა არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზაზე გაჩერების ან დგომის დროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და მისი მისაბმელი აღნიშნული უნდა იყოს წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებით. სქელი ნისლის, ხშირი თოვის, ძლიერი წვიმის დროს ან ანალოგიურ პირობებში შეიძლება ჩართულ იქნეს ახლო განათების ფარები ან წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარები. ასეთ პირობებში უკანა საგაბარიტო სინათლეებთან ერთად დამატებით შეიძლება ჩართულ იქნეს უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები. 10. დასახლებულ პუნქტში წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ნაცვლად შეიძლება ჩართულ იქნეს პარკირების ნათურები იმ პირობით, რომ: ა) სატრანსპორტო საშუალების სიგრძე არ აღემატება 6 მეტრს, ხოლო სიგანე − 2 მეტრს; ბ) სატრანსპორტო საშუალებას არ აქვს მისაბმელი. 11. ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნათა მიუხედავად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გაჩერდეს ან იმყოფებოდეს სადგომზე ნებისმიერი გარე სანათი ხელსაწყოს ჩაურთველად: ა) იმგვარად განათებულ გზაზე, სადაც სატრანსპორტო საშუალების კარგად დანახვა (გარჩევა) შესაძლებელია საკმაო მანძილზე; ბ) სავალი ნაწილისა და მკვრივი საფრის მქონე გვერდულების მიღმა. |
საგზაო მოძრაობის შესახებ article 49 12. უკუსვლის მაშუქის ჩართვა ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სატრანსპორტო საშუალება ახორციელებს ან აპირებს უკუსვლით მოძრაობას. 13. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების წინ წითელი და უკან თეთრი სინათლეებით აღჭურვა. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შეცვლა ან აღჭურვა დამატებითი სინათლეებით, რომლებიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოცემულ მოთხოვნებს. 14. ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე ერთნაირი დანიშნულებისა და ერთსა და იმავე მხარეს მიმართული ფარები ერთი ფერის უნდა იყოს. ლუწი რაოდენობის ფარები და შუქამრეკლი მოწყობილობები სატრანსპორტო საშუალების შუა გრძივ კვეთასთან მიმართებით სიმეტრიულად უნდა იყოს განლაგებული, გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის გარეგანი ფორმა არ არის სიმეტრიული. ერთნაირი დანიშნულების ფარების ყოველ წყვილს აშკარად ერთნაირი შუქძალა უნდა ჰქონდეს. 15. ფარა-პროჟექტორითა და ფარა-მაძიებლით სარგებლობა ნებადართულია მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში, თუ არ არის საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება. დასახლებულ პუნქტში ასეთი ფარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ოპერატიული და სპეციალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. |
საგზაო მოძრაობის შესახებ article 49 16. საცნობი ნიშანი „ავტომატარებელი“ უნდა ჩაირთოს ავტომატარებლის მოძრაობისას, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – მისი გაჩერებისა და დგომის პერიოდშიც. |