Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 5 ენერგეტიკული საქმიანობის მარეგულირებელი ზოგადი პრინციპები. 1. ენერგეტიკული საქმიანობის ორგანიზების, რეგულირებისა და მონიტორინგის ძირითადი პრინციპებია: ა) ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერირებისა და დაკავშირებული მომსახურების გაწევის უსაფრთხოება და საიმედოობა; ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები და საქმიანობის განმახორციელებელი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მიწოდება; გ) ამ კანონით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ელექტროენერგეტიკულ და ბუნებრივი გაზის სისტემებზე შეუზღუდავი დაშვება და მიმწოდებლის შეცვლის უფლების ეფექტიანი განხორციელება; დ) ყველა სახის ენერგეტიკულ საქმიანობაში კონკურენციის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის უზრუნველყოფა, მიუხედავად იმისა, ასეთი საქმიანობა ხორციელდება საჯარო მომსახურების ვალდებულების თუ საბაზრო საქმიანობის სახით; ე) გადაცემისა და განაწილების საქმიანობის დამოუკიდებლობა სხვა ენერგეტიკული საქმიანობისა და მათთან დაკავშირებული კომერციული ინტერესებისგან, აგრეთვე ინტერესთა კონფლიქტისა და ჯვარედინი სუბსიდირების წინაპირობების გამორიცხვა; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 5 ვ) ენერგეტიკული საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა და მდგრადი განვითარებასაქართველოს გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისად, აგრეთვე გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირება; ზ) სისტემის ოპერირებისას „ჭკვიანი“ და გარემოსთვის უსაფრთხო ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა; თ) ურთიერთდამაკავშირებლების სიმძლავრეების ეფექტიანი გამოყენების, ენერგეტიკულ ბაზრებზე დივერსიფიკაციისა და კონკურენციის გაზრდის მიზნით ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტრანსსასაზღვრო გადადინების ხელშეწყობა, სიმძლავრის განაწილებისა და გადატვირთვის მართვის მკაფიოდ განსაზღვრული, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული ინსტრუმენტების შესაბამისად; ი) ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების მონაწილეებისა და საბოლოო მომხმარებლების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა; კ) საქართველოში მცხოვრები და საქმიანობის განმახორციელებელი მომხმარებლების სასარგებლოდ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 2. ენერგეტიკული საქმიანობის მარეგულირებელი ანმასთან დაკავშირებულისამართლებრივი აქტები უნდა იქნეს განმარტებული და დანერგილი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით. |