Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ამნისტიის შესახებ article 1 1. გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან ის პირები, რომლებიც ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი ან მსჯავრდებული არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 124-ე, 128-ე, 129-ე, 191-ე, 193-ე, 195-ე, 196-ე, 203-ე, 204-1, 347-ე, 357-ე, 360-ე, 361-ე, 384-ე, 385-ე, 386-ე, 387-ე მუხლებით, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 188-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-200 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, 246-ე მუხლის პირველი ნაწილით, 276-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 284-ე მუხლის პირველი ნაწილით, 304-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2. გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან ის პირები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არასრულწლოვნები იყვნენ და ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი ან მსჯავრდებული არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 178-ე მუხლის პირველი ნაწილით. |
ამნისტიის შესახებ article 1 3. წინასწარი გამოძიება არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე, იმ შემთხვევაშიც, თუ არ არის დადგენილი დანაშაულის ჩამდენი პირი. მუხლი 2 1. გაუნახევრდეთ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, 197-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 200-2 მუხლის პირველი ნაწილით, 220-ე მუხლით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე მუხლით, 276-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 363-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულ პირებს, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო შეძენა, შენახვა ან გადაზიდვა, 261-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით მსჯავრდებულ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა ან გადაზიდვა. |
ამნისტიის შესახებ article 1 2. გაუნახევრდეთ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდებულ პირებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არასრულწლოვნები იყვნენ. 3. გაუნახევრდეთ ძირითადი სასჯელი იმ პირებს, რომელთა მიმართაც ამ კანონის მიღების დროისთვის მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასამართლო განხილვა ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით. მუხლი 3 1. ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან დამატებითი სასჯელისაგან. 2. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება გადახდილ ჯარიმებზე, რომლებიც შეფარდებულია, როგორც ძირითადი სასჯელი. 3. ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებულ პირებს ნასამართლობა მოეხსნებათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |