Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პროკურატურის შესახებ article 36 პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის დაწინაურება. 1. გენერალური პროკურატურის დეპარტამენტების უფროსებად და მათ მოადგილეებად, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებად და მათ მოადგილეებად, თბილისის პროკურორად და მის მოადგილედ, საოლქო პროკურორებად და მათ მოადგილეებად, რაიონულ პროკურორებად პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის დაწინაურება შესაძლებელია, თუ პირს აქვს პროკურორად/პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 2. გენერალური პროკურატურის სამმართველოების უფროსებად და მათ მოადგილეებად, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის და საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსებად და მათ მოადგილეებად, საგამოძიებო ნაწილის უფროსებად და მათ მოადგილეებად, რაიონული პროკურორების მოადგილეებად პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის დაწინაურება შესაძლებელია, თუ პირს აქვს პროკურორად/პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება. 3. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის დაწინაურების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის საქმიანობის შეფასების შედეგები. 4. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის დაწინაურების წესს და კრიტერიუმებს ამტკიცებს გენერალური პროკურორი. |