Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ article 29 სისხლისა და მისი კომპონენტების გათავისუფლება, შენახვა, ტრანსპორტირება და განაწილება. 1. თუ კარანტინში მყოფი სისხლი ან სისხლის კომპონენტი შესაბამისობის შეფასების (შემოწმების) პროცედურების გავლის შემდეგ აკმაყოფილებს კარანტინიდან გათავისუფლების მახასიათებლებსა და ხარისხისა და უსაფრთხოების ყველა კრიტერიუმს, ამასთანავე, არსებობს ამის დამადასტურებელი დოკუმენტური ჩანაწერები, უფლებამოსილმა პირმა თითოეული ერთეული ოფიციალურად უნდა გაათავისუფლოს კარანტინიდან კარანტინიდან გათავისუფლების აქტით. 2. კარანტინში მყოფი სისხლი და მისი კომპონენტები კარანტინიდან გათავისუფლებული სისხლისა და მისი კომპონენტებისგან განცალკევებით უნდა ინახებოდეს. სისხლის ან მისი კომპონენტის ეტიკეტზე აღნიშნული უნდა იყოს კარანტინიდან გათავისუფლების სტატუსი ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 3. თუ სისხლის ან მისი კომპონენტის საბოლოო ერთეული კარანტინიდან ვერ გათავისუფლდება ამ კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად განხორციელებული ტესტირების შედეგების საფუძველზე, უნდა განხორციელდეს მიკვლევადობა იმავე დონაციის სხვა კომპონენტებისა და იმავე დონორის წინა დონაციის დროს დამზადებული კომპონენტების გამოვლენის უზრუნველსაყოფად, ხოლო შესაბამისი დონორის შესახებ ჩანაწერები დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს. |
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ article 29 4. სისხლი ან მისი კომპონენტი, რომელიც არ შეესაბამება სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს, წუნდებული უნდა იქნეს და უნდა განადგურდეს ან დონორის მიერ წინასწარ განცხადებული თანხმობის საფუძველზე, დადგენილი წესით უნდა იქნეს გამოყენებული მომავალი სამეცნიერო კვლევებისთვის. 5. შენახვის სივრცეები უნდა უზრუნველყოფდეს სხვადასხვა კატეგორიის სისხლის, სისხლის კომპონენტებისა და მასალების/რეაგენტების (მათ შორის, კარანტინში მყოფი და კარანტინიდან გათავისუფლებული მასალების/რეაგენტების), აგრეთვე სპეციალური მიზნებისთვის შეგროვებული სისხლისა და სისხლის კომპონენტების (მაგალითად, ავტოლოგიური სისხლის) უსაფრთხოდ და განცალკევებით შენახვის შესაძლებლობას. ამასთანავე, შენახვის მთელი პერიოდის განმავლობაში სისხლისა და მისი კომპონენტების არევის გამოსარიცხად მათი შენახვისა და განაწილების პროცედურებმა უნდა გაიაროს ვალიდაცია და შემდგომ რეგულარულად უნდა შემოწმდეს. 6. სისხლისა და მისი კომპონენტების გათავისუფლების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და განაწილების მიმართ სხვა მოთხოვნები განისაზღვრება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. |