Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 28 საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის მიერ. 1. სპეციფიკური საჭიროების მქონე პირმა საერთაშორისო დაცვა უნდა მოითხოვოს ამ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად. 2. სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. აღნიშნული ორგანო საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანისთვის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის დანიშვნას. 3. უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ შესაბამისი ოქმის შედგენის საფუძველზე დაუყოვნებლივ რეგისტრირდება თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა, რომელიც კანონიერი წარმომადგენლის ყოლას საჭიროებს. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანისთვის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის დანიშვნის შემდეგ. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის ათვლა დაიწყება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციის დღიდან. |