FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

სამრეწველო ემისიების შესახებ

article  16

ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცესში საზოგადოების მონაწილეობა.  საჯარო განხილვა. 1.  სააგენტო ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის მიზნით უზრუნველყოფს საჯარო განხილვის ჩატარებას განაცხადის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 75-ე სამუშაო დღისა (დაჩქარებული წესით მომსახურების შემთხვევაში − არაუგვიანეს 47-ე სამუშაო დღისა).
2. საჯარო განხილვის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელია სააგენტო. სააგენტო წარმართავს საჯარო განხილვის პროცესს. სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი ადგენს საჯარო განხილვის შესახებ ოქმს. ამ ოქმის სისწორისთვის პასუხისმგებელია სააგენტო. სააგენტოს წარმომადგენელი საჯარო განხილვის შესახებ ოქმს ადგენს საჯარო განხილვის ჩატარებიდან 5 დღის ვადაში.
სამრეწველო ემისიების შესახებ

article  16

3. საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ ორგანოსთან შეთანხმებით. თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება ამ საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ დაგეგმილია აღნიშნული საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება − სააგენტოს მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. 4.  საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
    ა) განსახილველი საკითხის არსსა და მოკლე აღწერას;
    ბ) საკითხის განხილვის ფორმატს;
    გ) საჯარო განხილვის ჩატარების დროს, ადგილსა და წესს;
    დ) იმ ვებგვერდის მისამართს, რომელზედაც ხელმისაწვდომია ეს განაცხადი და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
სამრეწველო ემისიების შესახებ

article  16

5. საჯარო განხილვა ღიაა და  მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. საჯარო განხილვას უნდა ესწრებოდეს საქმიანობის განმახორციელებელი ან/და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის  მომამზადებელი პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს  წარმომადგენელი.
6. საზოგადოებას უფლება აქვს, განაცხადის ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით საჯარო გაცნობისთვის განთავსებიდან არაუგვიანეს 85-ე სამუშაო დღისა (დაჩქარებული წესით მომსახურების შემთხვევაში − არაუგვიანეს 57-ე სამუშაო დღისა)  სააგენტოს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები, შემდეგი სახით:
    ა) წერილობით;
    ბ) ზეპირად (საჯარო განხილვის დროს);
    გ) ელექტრონული საშუალებით, თუ ეს იძლევა ავტორისა და გამომგზავნის სარწმუნო იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
7. საჯარო განხილვის წესი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ამ კანონის შესაბამისად, დგინდება მინისტრის ბრძანებით.
სამრეწველო ემისიების შესახებ

article  16

8. სააგენტო ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განიხილავს წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში იღებს მათ.
9. სააგენტო ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებაში კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კულტურის სამინისტროს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით მონაწილეობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილი წესით.
10. სააგენტო მიღებულ მოსაზრებებსა და შენიშვნებს მათი მიღებიდან (ხოლო საჯარო განხილვისას დაფიქსირებული შენიშვნების შემთხვევაში − საჯარო განხილვის შესახებ ოქმის მიღებიდან) 5 სამუშაო დღის ვადაში (დაჩქარებული წესით მომსახურების შემთხვევაში − 3 სამუშაო დღის ვადაში), საჭიროების შემთხვევაში, უგზავნის საქმიანობის განმახორციელებელს და განუსაზღვრავს არაუმეტეს 10 სამუშაო დღის (დაჩქარებული წესით მომსახურების შემთხვევაში − არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა) ვადას, აღნიშნულ მოსაზრებებსა და შენიშვნებზე საკუთარი შეხედულებების წარსადგენად.
სამრეწველო ემისიების შესახებ

article  16

101. საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებულ ან/და სააგენტოსთვის წარდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს, რომლებიც საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებს არ ეხება, სააგენტო უგზავნის შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს (ორგანოებს)/მუნიციპალიტეტს (მუნიციპალიტეტებს).
11. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეპიდემიის/პანდემიის დროს  საჯარო განხილვა ტარდება ერთ-ერთი შემდეგი ფორმით:
    ა) დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით;
    ბ) ჰიბრიდული ფორმატით (ამ მუხლით განსაზღვრულ ადგილზე საჯარო განხილვის ჩატარება კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით,  რაც უზრუნველყოფს საჯარო განხილვაში საზოგადოების დისტანციურ მონაწილეობას).