FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

მედიაციის შესახებ

article  6

ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება და მედიატორის საქმიანობის შეზღუდვა.
1. მედიატორი ვალდებულია მედიაციის დაწყებამდე ან/და მედიაციის დაწყების შემდეგ, მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე იმ გარემოების გამოვლენისთანავე, რომელმაც შეიძლება საეჭვო გახადოს მისი დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, შეატყობინოს მხარეებს აღნიშნული გარემოების შესახებ. ასეთი გარემოების არსებობის მიუხედავად, პირი შეიძლება იყოს მედიატორი, თუ მხარეები ამაზე წერილობით თანხმობას განაცხადებენ. მედიატორს უფლება აქვს, ამ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით უარი თქვას მედიაციის წარმართვაზე, მის მედიატორობაზე მხარეთა წერილობითი თანხმობის არსებობის მიუხედავად.
მედიაციის შესახებ

article  6

2. მხარეთა თანხმობის არსებობის მიუხედავად, პირს უფლება არ აქვს, იყოს მედიატორი საქმეზე, თუ იგი მედიაციის პროცესის დაწყებამდე  იყო იმავე საქმის ან მასთან არსებითად დაკავშირებული სხვა საქმის მხარე ან ამ მხარის წარმომადგენელი სასამართლოში, არბიტრაჟში ან მსგავს პროცესში, ან თუ მან სხვა სახის იურიდიული ან/და აუდიტორული მომსახურება გაუწია მედიაციის მხარეს. მედიატორს უფლება არ აქვს, საქმის დასრულების შემდეგ იმოქმედოს რომელიმე მხარის ინტერესების დასაცავად იმავე საქმეზე ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე. ეს წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მედიატორი იხილავდა იმავე საქმეს ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეს, როგორც არბიტრი, და მხარეები უშუალოდ სამედიაციო სადავო საკითხის წარმოშობის შემდეგ წერილობით შეთანხმდნენ ამ პირის ამავე დავის საქმეზე მედიატორად არჩევაზე.
მედიაციის შესახებ

article  6

3. პირს უფლება არ აქვს, იყოს მედიატორი, თუ იგი იყო/არის იმავე საქმის ან მასთან არსებითად დაკავშირებული სხვა საქმის მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი, სასამართლო სხდომის მდივანი, არბიტრი ან ექსპერტი სასამართლოში, არბიტრაჟში ან მსგავს პროცესში, ან მონაწილეობდა აღნიშნულ საქმეში, როგორც სახელმწიფო მოსამსახურე, მედიატორი ნოტარიუსი ანდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით ან საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული მედიატორი. ეს წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მედიატორი იხილავდა იმავე საქმეს ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეს, როგორც არბიტრი, და მხარეები უშუალოდ სამედიაციო სადავო საკითხის წარმოშობის შემდეგ წერილობით შეთანხმდნენ ამ პირის ამავე დავის საქმეზე მედიატორად არჩევაზე.
მედიაციის შესახებ

article  6

4. პირს უფლება არ აქვს, იყოს საქმის მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი, სასამართლო სხდომის მდივანი, არბიტრი ან ექსპერტი სასამართლოში, არბიტრაჟში ან მსგავს პროცესში, ან მონაწილეობა მიიღოს საქმეში, როგორც სახელმწიფო მოსამსახურემ, მედიატორმა ნოტარიუსმა ანდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით ან საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებულმა მედიატორმა, თუ იგი იმავე საქმეზე ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე იყო მედიატორი. ეს წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც არბიტრად ასარჩევი/დასანიშნი პირი იმავე საქმეზე ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე იყო მედიატორი და მხარეები არბიტრაჟში დავის დაწყების შემდეგ წერილობით შეთანხმდნენ ამ პირის არბიტრად არჩევაზე/დანიშვნაზე.