FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  4

საზედამხედველო ორგანოები. ამ კანონის მიზნებისთვის საზედამხედველო ორგანოები არიან:
    ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური − ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის;
    ბ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია − ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირისთვის; გ) საქართველოს ეროვნული ბანკი – ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.დ“−„ა.თ“ და „ა.ლ“−„ა.რ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის;
    დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ და „გ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის;
    ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.კ“, „ბ.ბ“, „ბ.ვ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის;
    ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური – ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის.