FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

პენიტენციური კოდექსი

article  66

პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღება.
1. სტიქიური უბედურების, ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების, სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებათა ეპიდემიის ან მასობრივი არეულობის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ პენიტენციური დაწესებულება დაზიანდა ან გამოუსადეგარია კანონით გათვალისწინებული მიზნებისთვის, პენიტენციურ დაწესებულებაში შეიძლება შემოღებულ იქნეს განსაკუთრებული პირობები.
2. პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების არაუმეტეს 15 დღის ვადით შემოღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის გენერალური დირექტორი მინისტრის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ვადა მინისტრის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს გონივრული ვადით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრამდე.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის, პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აშკარა საფრთხის შექმნის შემთხვევაში აღნიშნული დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია დამოუკიდებლად შემოიღოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობები.
პენიტენციური კოდექსი

article  66

4. პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობების დამოუკიდებლად შემოღების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამსახურის გენერალურ დირექტორს. სამსახურის გენერალური დირექტორი აღნიშნული შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში, მინისტრის წერილობითი თანხმობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული პირობების ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ.
პენიტენციური კოდექსი

article  66

5. თუ პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების რეჟიმის მოქმედების დროს სხვა საშუალებებით ვერ ხერხდება შექმნილი ვითარების ლოკალიზება ან ამ დაწესებულების უსაფრთხოების დანაყოფის/სამსახურის მიერ აღნიშნულ დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების მიზნით ფართო მასშტაბის ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება მაშინ, როდესაც არსებობს ჯგუფური დაუმორჩილებლობის, მასობრივი არეულობის წარმოშობის დიდი საშიშროება ან საფრთხე ექმნება სახელმწიფო უსაფრთხოებას, მინისტრის სათანადო მიმართვის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით დაწესებულების დაცვა შეიძლება გაძლიერდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ქვედანაყოფებით. 6.  პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.