FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

მეწარმეთა შესახებ

article  179

სააქციო საზოგადოების მიერ აქციათა გამოსყიდვა.
1. აქციონერს უფლება აქვს, სააქციო საზოგადოებას ამ მუხლით დადგენილი წესით მოსთხოვოს თავისი აქციების შეფასება და გამოსყიდვა, თუ მან საერთო კრებაზე მხარი არ დაუჭირა ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც გაუმართლებლად და არსებითად ლახავს ამ აქციონერის უფლებებს ან ეხება სააქციო საზოგადოების რეორგანიზაციას. წესდება შეიძლება დეტალურად აწესრიგებდეს აქციების შეფასებასა და გამოსყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. თუ დაგეგმილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება, საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებაში დეტალურად უნდა აღიწეროს გადასაწყვეტი საკითხი, მასთან დაკავშირებული აქციების გამოსყიდვის მოთხოვნის უფლება და მისი განხორციელების წესი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 45 დღის განმავლობაში აქციონერს უფლება აქვს, სააქციო საზოგადოებას წერილობით მოსთხოვოს თავისი აქციების გამოსყიდვა. ეს უფლება არ არსებობს, თუ:
    ა) აქციონერმა სრულად არ განახორციელა გამოსასყიდი აქციების შესაბამისი შენატანი;
    ბ) აქციონერმა გამოსასყიდი აქციები ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების გაგზავნის შემდეგ შეიძინა.
მეწარმეთა შესახებ

article  179

4. აქცია გამოსყიდული უნდა იქნეს სულ მცირე მისი საბაზრო ღირებულებით. აქციის საბაზრო ღირებულება განისაზღვრება ღირებულების იმ ცვლილების გაუთვალისწინებლად, რომელიც აქციის გამოსყიდვის უფლების წარმომშობმა ქმედებამ გამოიწვია.
5. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელმა ორგანომ გამოსასყიდი აქციების რაოდენობისა და გამოსყიდვის ფასის შეთავაზების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან 30 დღის განმავლობაში, ხოლო აქციების გამოსყიდვისთვის თანხა გადახდილი უნდა იქნეს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღისა, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდნენ.
6. აქციონერს, რომელიც არ ეთანხმება სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს უარს აქციების გამოსყიდვაზე ან სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ აქციების გამოსყიდვის პირობებს, უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან 30 დღის განმავლობაში.
7. აქციების გამოსყიდვა დაუშვებელია, თუ:
    ა) აქციების გამოსყიდვისთვის გადასახდელი თანხა აღემატება საკუთარი კაპიტალის 25 პროცენტს;
    ბ) აქციების გამოსყიდვის მომენტში სააქციო საზოგადოება გადახდისუუნაროა ან აქციათა გამოსყიდვის შედეგად იგი შეიძლება გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დადგეს.
მეწარმეთა შესახებ

article  179

8. თუ შეთავაზებულია იმაზე მეტი აქციის გამოსყიდვა, ვიდრე დაშვებულია ამ მუხლის მე-7 პუნქტით, ეს აქციები სხვადასხვა გამყიდველისგან პროპორციულად უნდა იქნეს გამოსყიდული.