Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ article 6 წესდების (დებულების) შინაარსი. 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდება (დებულება) უნდა შეიცავდეს ამ პირის: ა) სახელწოდებას მითითებით "საჯარო სამართლის იურიდიული პირი"; ბ) მიზნებს, ფუნქციებსა და საქმიანობის საგანს; გ) მართვის ორგანოების შექმნის წესსა და კომპეტენციას; დ) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის (არჩევის) წესსა და კომპეტენციას; ე) სახელმწიფო კონტროლის ფორმასა და ფარგლებს; ვ) საფინანსო საქმიანობის საფუძვლებს, შესატანების, საწევროებისა და სხვა მოქმედებების მოთხოვნის უფლებების ჩათვლით; ზ) ლიკვიდაციის წესსა და პირობებს; თ) წესდებაში (დებულებაში) ცვლილებების შეტანის წესს. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდება (დებულება) მტკიცდება კანონით დადგენილი წესით. |