FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  46

საპენსიო სქემის რეგისტრაციის გაუქმება, საპენსიო სქემის შეწყვეტა.
1. სამსახური უფლებამოსილია გააუქმოს საპენსიო სქემის რეგისტრაცია, თუ იგი დარწმუნდება, რომ წარდგენილ იქნა რეგისტრაციასთან დაკავშირებული მცდარი, არასწორი ან გაყალბებული ინფორმაცია ან მზღვეველმა, აქტივების მმართველმა კომპანიამ ან საპენსიო კომპანიამ არაერთგზის ან უხეშად დაარღვია ამ კანონის, სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებისა და მათ საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტით (აქტებით) ან მითითებით (მითითებებით) დადგენილი მოთხოვნა (მოთხოვნები) ან თუ საპენსიო სქემის რეგისტრაციის გაუქმება აუცილებელია საპენსიო სქემის საინვესტიციო საქმიანობის შედეგებიდან და მონაწილეებისა და ბენეფიციარების ინტერესებიდან გამომდინარე.
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  46

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოჩენისას სამსახური აღნიშნულის შესახებ შესაბამისი მიზეზების მითითებით წერილობით აცნობებს საპენსიო კომპანიის, მზღვეველის ან აქტივების მმართველი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელ ორგანოს მათ ოფიციალურ მისამართებზე და საპენსიო სქემის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლების აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს არანაკლებ 30 კალენდარულ დღეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამსახური მიიჩნევს, რომ ამგვარი შეტყობინება ზიანს მიაყენებს მონაწილეებისა და ბენეფიციარების ინტერესებს. საპენსიო კომპანიის, მზღვეველის ან აქტივების მმართველის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო და ხელმძღვანელი ორგანო უფლებამოსილი არიან შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წერილობით უპასუხონ სამსახურს და შესაძლებლობის შემთხვევაში შესთავაზონ საპენსიო სქემის რეგისტრაციის გაუქმების მიზეზების აღმოფხვრისა და გამოსწორების გეგმა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების გაგზავნისას სამსახური უფლებამოსილია შეაჩეროს საპენსიო სქემის რეგისტრაცია და გაყინოს შესაბამისი საპენსიო სქემის ფარგლებში არსებული მართვის ქვეშ მყოფი საპენსიო აქტივები სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნით.
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  46

4. თუ საპენსიო კომპანიის, მზღვეველის ან აქტივების მმართველი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო და ხელმძღვანელი ორგანო დადგენილ ვადაში წერილობით არ უპასუხებენ სამსახურს ან მათ წერილობით მიმართვაში მითითებული საპენსიო სქემის რეგისტრაციის გაუქმების მიზეზების აღმოფხვრისა და გამოსწორების გეგმა სათანადო არ არის, სამსახური იღებს საპენსიო სქემის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას. საპენსიო კომპანიის, მზღვეველის ან აქტივების მმართველი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო და ხელმძღვანელი ორგანო უფლებამოსილი არიან საპენსიო სქემის რეგისტრაციის შეჩერების ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივრონ სასამართლოში.
5. თუ სამსახური მიიღებს საპენსიო სქემის რეგისტრაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას, მოქმედებს შემდეგი წესები:
    ა) საპენსიო სქემის რეგისტრაციის შეჩერების მომენტიდან საპენსიო შენატანების განხორციელება და მიღება დაუშვებელია;
    ბ) თუ საპენსიო სქემის რეგისტრაციის შეჩერებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში საპენსიო კომპანია, მზღვეველი ან აქტივების მმართველი კომპანია არ აღმოფხვრის საპენსიო სქემის რეგისტრაციის შეჩერების გამომწვევ მიზეზებს, საპენსიო სქემის რეგისტრაცია უქმდება.
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  46

6. თუ სამსახური მიიღებს საპენსიო სქემის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას, გამოიყენება შემდეგი პროცედურები:
    ა) საპენსიო სქემის რეგისტრაციის გაუქმების მომენტიდან საპენსიო შენატანების განხორციელება და მიღება დაუშვებელია;
    ბ) სამსახური სპეციალიზებულ დეპოზიტარს ატყობინებს საპენსიო სქემის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და მიმართავს შესაბამისი საპენსიო სქემის ფარგლებში არსებული საპენსიო აქტივების გაყინვის თაობაზე;
    გ) სამსახური ნიშნავს სათანადო კვალიფიკაციის მქონე ლიკვიდატორს, რომელსაც არ აქვს მჭიდრო კავშირი საპენსიო კომპანიასთან, მზღვეველთან, აქტივების მმართველ კომპანიასთან, საპენსიო კომპანიის დამფუძნებელთან (დამფუძნებლებთან) ან აღნიშნული სუბიექტების სამეთვალყურეო საბჭოს ან ხელმძღვანელი ორგანოს წევრებთან ან თანამშრომლებთან. სამსახური ნორმატიული აქტის საფუძველზე განსაზღვრავს ლიკვიდატორის მიმართ საჭირო მოთხოვნებს, ლიკვიდატორის შერჩევისა და კომპენსაციის წესს და ლიკვიდატორის მიერ განსახორციელებელ საქმიანობას. ლიკვიდატორი ფიდუციური ვალდებულების მქონე პირია.
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  46

7. საპენსიო სქემის რეგისტრაციის გაუქმების ერთ-ერთი საფუძველია დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების, დასაქმებულთა გაერთიანების, პროფესიული ორგანიზაციის, საპენსიო კომპანიის საერთო კრების/პარტნიორთა კრების, მზღვეველის ან აქტივების მმართველი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება საპენსიო სქემის შეწყვეტის შესახებ. ეს სუბიექტები უფლებამოსილი არიან დაიწყონ საპენსიო სქემის შეწყვეტის პროცედურა, რის შესახებაც 90 კალენდარული დღით ადრე წერილობით ეცნობებათ საპენსიო სქემის თითოეულ მონაწილესა და სამსახურს. ასეთი შეტყობინების გაგზავნისთანავე აღნიშნული სუბიექტები ვალდებული არიან მოამზადონ საპენსიო აქტივების შეფასება და მიიღონ ყველა საჭირო ზომა მონაწილეებისა და ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად.
8. საპენსიო სქემის შეწყვეტისას გამოიყენება შემდეგი პროცედურები:
    ა) საპენსიო კომპანიის, მზღვეველის ან აქტივების მმართველი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო და ხელმძღვანელი ორგანო ვალდებული არიან მოამზადონ საპენსიო სქემის ანგარიშგება, რომელშიც აისახება ყველა აქტივი და ვალდებულება ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში. ეს ანგარიშგება წარედგინება სამსახურს და ეგზავნება საპენსიო სქემის ყველა მონაწილეს;
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  46

ბ) თუ საპენსიო სქემის ანგარიშგების მიხედვით საპენსიო სქემის ფარგლებში არსებული ლიკვიდური საპენსიო აქტივები საკმარისია საპენსიო სქემის მონაწილეების საპენსიო აქტივებზე არსებული უფლებების სრულად დასაკმაყოფილებლად, საპენსიო სქემის მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, დაუყოვნებლივ გადაიტანონ საპენსიო აქტივები სხვა რეგისტრირებულ საპენსიო სქემაში. თუ საპენსიო სქემის ფარგლებში არსებული ლიკვიდური აქტივები საკმარისი არ არის საპენსიო აქტივებზე არსებული უფლებების სრულად დასაკმაყოფილებლად, სამსახურს საპენსიო სქემის ანგარიშგებასთან ერთად დასამტკიცებლად წარედგინება სალიკვიდაციო გეგმა. სალიკვიდაციო გეგმა ხელმისაწვდომი უნდა იყოს საპენსიო სქემის ყველა მონაწილისთვის;
    გ) სალიკვიდაციო გეგმა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ყველა იმ ზომის შესახებ, რომლებიც მიღებულ იქნა დამსაქმებელთა საპენსიო შენატანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ კანონის შესაბამისად მისაღებად;
    დ) საპენსიო კომპანიის, მზღვეველის ან აქტივების მმართველი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო ან ხელმძღვანელი ორგანო სამსახურის თანხმობით აგრძელებს საპენსიო სქემის მართვას სამსახურის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. ამგვარი მართვა გრძელდება ლიკვიდაციის დასრულებამდე ან საპენსიო აქტივებისა და ვალდებულებების სხვა საპენსიო სქემაში გადატანამდე;
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  46

ე) სამსახური უფლებამოსილია უარყოს ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობით წარდგენილი წინადადებით ლიკვიდაციის პროცესის წარმართვა და განსაზღვროს ლიკვიდატორის დანიშვნის აუცილებლობა ამ კანონის შესაბამისად.
9. ლიკვიდატორს შეუძლია გადასცეს ან სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელ ორგანოს შეუძლიათ გადასცენ სამსახურის წინასწარი თანხმობით საპენსიო სქემის აქტივები და ვალდებულებები ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ სხვა ინდივიდუალურ საპენსიო სქემას. აღნიშნულის შესახებ საპენსიო სქემის მონაწილეებს წერილობით უნდა ეცნობოთ 30 კალენდარული დღით ადრე.
10. არცერთი საპენსიო სქემის ფარგლებში დამსაქმებლის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანები, რომლებზედაც მონაწილეებს მინიჭებული აქვთ უპირობო უფლებები, არ შეიძლება დაუბრუნდეს დამსაქმებელს.
11. ამ კანონით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა ან/და წესი არ გამორიცხავს მონაწილის რეგრესის ან/და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ლიკვიდატორის, საპენსიო კომპანიის, აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის, ფიდუციური ვალდებულების მქონე პირების ან ასეთ პირებთან მჭიდროდ დაკავშირებული ნებისმიერი პირის (პირების) მიმართ.