FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

article  13

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.
1. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სარკინიგზო, საავტომობილო, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლებით და საჰაერო მიმოსვლა ხდება იმ სასაზღვრო გამტარი პუნქტების მეშვეობით, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.
11. სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამის აღნიშვნებს საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ფინანსთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის მიხედვით ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. ამ მიზნით აღნიშნული ორგანოები უფლებამოსილი არიან, საქართველოში შემომსვლელ პირს მოსთხოვონ და შეუმოწმონ პირადობის და საქართველოში შემოსვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები.
2. სასაზღვრო გამტარი პუნქტის თავზე აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა.
3. ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი“ განსაზღვრავს სასაზღვრო გამტარი პუნქტების საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნის წესს.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

article  13

4. სასაზღვრო გამტარი პუნქტების ფარგლებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

article  13

5. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საჰაერო ხომალდის გადაფრენა საჰაერო დერეფნის გაუვლელად დაიშვება მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვით. ნებართვის გაცემისა და გადაფრენის პირობებს განსაზღვრავს „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი“.