FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  7

ბავშვთა თანასწორობის უფლება.
1. ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას საჯარო დაწესებულება, ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან პატივი სცენ თითოეულ ბავშვს, დაიცვან იგი და თანასწორად მოეპყრონ ბავშვებს, მათი რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი ოჯახის წევრის ან კანონიერი წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, საქმიანობის ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
2. სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა ბავშვისთვის თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს და იღებს განსაკუთრებულ ზომებს ნებისმიერი სახის უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.
3. სახელმწიფო ქმნის შესაბამის პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის, მათ შორის, გონივრული მისადაგებისა და უნივერსალური დიზაინის პრინციპების დანერგვით.
ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  7

4. სახელმწიფო ახორციელებს ბავშვის უთანასწორო მოპყრობისგან დასაცავად, მათ შორის, სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვის დისკრიმინაციისგან, სტიგმისა და გარიყვისგან დასაცავად, საჭირო ყველა ადმინისტრაციულ, სოციალურ, საგანმანათლებლო და სხვა ღონისძიებას. # # # # # #