Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 3 სალიცენზიო მოთხოვნები. 1. ეროვნული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) მისი განაღდებული კაპიტალის ოდენობა შეესაბამება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს; ბ) ადმინისტრატორი აკმაყოფილებს ამ კანონითა და კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს; გ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი აკმაყოფილებს ამ კანონითა და კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს; |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 3 დ) ჯგუფის სტრუქტურა, მფლობელობის სტრუქტურა, მმართველობის სტრუქტურა და საოპერაციო საქმიანობა/გარემო არის გამჭვირვალე, შეესაბამება სათანადო კორპორაციული მართვის სტანდარტებს, უზრუნველყოფს ეფექტიანი ინდივიდუალური ან კონსოლიდირებული ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობას და საფრთხეს არ უქმნის ბანკის ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას. თუ ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ექვემდებარება სხვა ქვეყნის იურისდიქციას, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმის შეფასებისას ეროვნული ბანკი ასევე ითვალისწინებს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების გავლენას ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებაზე; ე) ბიზნესგეგმის ადეკვატურობის, განხორციელებადობის და საბანკო სექტორში მისი პოტენციური პოზიციის გათვალისწინებით მას ექნება მდგრადი ფუნქციონირების შესაძლებლობა; ვ) მისი სათავო ოფისი (ადგილი, სადაც ბანკის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების უმრავლესობა მიიღება) საქართველოს ტერიტორიაზეა და საბანკო საქმიანობის განსახორციელებლად დაკავებული ფართობი აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს. |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 3 2. ფინანსური სექტორის სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობისთვის, ასევე საბანკო სექტორის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის, ადგილობრივ ბაზარზე არსებითად ახალი და ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების და ფინანსურ მომსახურებაზე მომხმარებელთა წვდომის გაზრდის მიზნით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია იურიდიულ პირზე გასცეს პირობითი ლიცენზია კომერციული ბანკის ლიცენზირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით მინიმალურ კაპიტალთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების დროებით გამარტივებით. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პირობითი ლიცენზიის გაცემისას, რისკების შემცირების მიზნით, განსაზღვროს შესაბამისი შეზღუდვები ან/და ინდივიდუალური/დამატებითი მოთხოვნები, მათი სრულად დაკმაყოფილების ეტაპები და ვადები. 3. ეროვნული ბანკი სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს კომერციული ბანკის ლიცენზირების წესსა და პირობებს, მათ შორის, დამატებით წარსადგენ ინფორმაციას, აგრეთვე პირობითი ლიცენზიის გაცემის წესსა და პირობებს. |