Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ article 31 სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოსაწერი რეცეპტის სპეციალური ბლანკის შეძენა, შენახვა, აღრიცხვა, გაცემა და რეცეპტის გამოწერა. 1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერა ნებადართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ რეცეპტის სპეციალურ ბლანკზე, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. 2. რეცეპტის გამოსაწერი სპეციალური ბლანკის შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და რეცეპტის გამოწერის წესებს ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 3. რეცეპტის სპეციალურ ბლანკზე გამოსაწერი ფარმაცევტული პროდუქტების (მათ შორის, იმ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტების, რომლებიც არ არის შეტანილი სიებში) ჩამონათვალს ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 4. შესაბამისი სერტიფიკატის მფლობელ ექიმს უფლება აქვს, რეცეპტის სპეციალურ ბლანკზე გამოწეროს სიებში შეტანილი, საქართველოში რეგისტრირებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი. 5. ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნებადართულია საქართველოში დაურეგისტრირებელი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოწერა. |