Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი article 3092 განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე. 1. განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე, რომელიც წარმოადგენს საქმის გამარტივებული წესით განხილვის საფუძველს, მიზნად უნდა ისახავდეს სასამართლოს მიერ ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღებას. 2. განცხადებაში ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე, რომელსაც თან უნდა ახლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: ა) სასამართლოს დასახელება; ბ) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების დასახელებები; გ) განმცხადებლის მოთხოვნა; დ) ვალდებულება, რომლის საფუძველზედაც წაყენებულია მოთხოვნა; ე) წაყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება. 3. მოსამართლე განცხადებას ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე განიხილავს სასამართლოში მისი შეტანიდან 3 დღეში. |