FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  276

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გამო საჩივრისა და პროტესტის განხილვა.
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების, აგრეთვე ამ კოდექსის 234-1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების გამო საჩივარსა და პროტესტს განიხილავს საამისოდ უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი) მათი შესვლიდან 30 დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილებაზე შეტანილი საჩივრის განხილვის ვადა, გარდა ამ კოდექსის 281-3  მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს სააპელაციო სასამართლოში საჩივრის შესვლიდან.
3. ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების, აგრეთვე ამ კოდექსის 234-1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების გამო საჩივრისა და პროტესტის განხილვისას შეამოწმებს მიღებული დადგენილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  276

4. სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ საქმეებისა, რომლებიც განიხილება ამ კოდექსის XXII-1 თავით დადგენილი წესით. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს საქმის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს შეუწყობს საქმის გარემოებების გამორკვევას. მხარეთა გამოუცხადებლობა არ გამოიწვევს საქმის განხილვის გადადებას.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
6. ამ კოდექსის 177-16 ან 177-17 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი ორგანო (თანამდებობის პირი) საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. ამ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია დაადგინოს საქმის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს შეუწყობს საქმის გარემოებების გამორკვევას. მხარეთა გამოუცხადებლობა არ გამოიწვევს საქმის განხილვის გადადებას.