Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
ნორმატიული აქტების შესახებ article 10 საქართველოს პარლამენტის ნორმატიული აქტები. 1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. მას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა სხვა სამართლებრივი აქტების მიმართ. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას. |
ნორმატიული აქტების შესახებ article 10 9. საქართველოს პარლამენტის დადგენილება არის ნორმატიული აქტი, რომელიც მიიღება საქართველოს საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. არანორმატიულია საქართველოს პარლამენტის მხოლოდ ის დადგენილება, რომელიც საკადრო ან პერსონალურ საკითხებს ეხება. არანორმატიული პარლამენტის დადგენილების მიღების სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. 10. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არის კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტი, რომლის მომზადება და მიღება ხდება საქართველოს კანონის მომზადებისა და მიღებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად და რომელიც მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება, სტრუქტურა, მუშაობისა და საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის წესები. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. |
ნორმატიული აქტების შესახებ article 10 საქართველოს პარლამენტის ნორმატიული აქტები. . 3. საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, რომელსაც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან საქართველოს სახელით დებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობით. |
ნორმატიული აქტების შესახებ article 10 საქართველოს პარლამენტის ნორმატიული აქტები. . . 4. მხოლოდ საქართველოს პარლამენტია უფლებამოსილი, მოახდინოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირება, დენონსირება და გაუქმება. 5. საქართველოს ორგანული კანონი მიიღება მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელთა მოწესრიგებაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს ორგანული კანონითაა გათვალისწინებული. 6. საქართველოს კანონი შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს გამგებლობაში არსებულ ნებისმიერ საკითხზე, თუ საქართველოს კონსტიტუციით სხვა რამ არ არის დადგენილი. 7. საქართველოს პარლამენტი მიღებულ კანონს 10 დღის ვადაში გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს. |
ნორმატიული აქტების შესახებ article 10 8. საქართველოს პრეზიდენტი კანონის მისთვის გადაცემიდან 2 კვირის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს კონსტიტუციურ კანონს, ორგანულ კანონსა და კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს საქართველოს პარლამენტს, გარდა ამ მუხლის 8-1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს, კანონის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას. თუ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს, კენჭი ეყრება კანონის პირვანდელ რედაქციას, რომლის მიღების შემთხვევაში კანონი 3 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს კანონს, მას ამ ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. |