Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 44 მეზღვაურთა განათლება, წვრთნა და შეფასება. 1. მეზღვაურთა განათლებასა და წვრთნას ახორციელებენ საამისოდ უფლებამოსილი საგანმანათლებლო და საწვრთნელი დაწესებულებები. 2. მეზღვაურთა განათლებისა და წვრთნის განმახორციელებელი საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და კონვენციის მოთხოვნებს. 3. მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და შეფასების სისტემის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ კანონის ამ თავის, და STCW-ის კოდექსის A-I/6 ნაწილის დებულებათა შესაბამისად. 4. მეზღვაურთა როგორც გემზე, ისე ნაპირზე წვრთნისა და კომპეტენციის დონეების შეფასების მიზნით შესაბამის ინსტრუქტორებს, ზედამხედველებსა და შემფასებლებს უნდა ჰქონდეთ სათანადო კვალიფიკაცია ამ კანონის ან/და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 5. საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელმა დაწესებულებებმა, საჭიროების შემთხვევაში, უცხოელი მეზღვაურებისთვის ან/და სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება/საწვრთნელი კურსების ჩატარება და საწვრთნელი პროგრამების განხორციელება უნდა უზრუნველყონ ინგლისურ ენაზე. |