Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 95 გათხევადებული ბუნებრივი გაზის წესები. 1. გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის ოპერირება და მართვა ხორციელდება გათხევადებული ბუნებრივი გაზის წესებით დადგენილი დებულებების დაცვით. 2. გათხევადებული ბუნებრივი გაზის წესები განსაზღვრავს: ა) გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის ტექნიკურ პარამეტრებს; ბ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის უსაფრთხო ოპერირების ტექნიკურ და სხვა სახის მოთხოვნებს გათხევადებულ ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული მომსახურების საიმედოდ და დადგენილი ხარისხის მოთხოვნების შესაბამისად გაწევის მიზნით; გ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტზე მესამე პირის დაშვების პროცედურას, წესსა და პირობებს, მათ შორის, ამ კანონის 94-ე მუხლის შესაბამისად, მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებით გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის მიერ გასაწევ მომსახურებას; დ) სიმძლავრის განაწილების მექანიზმსა და გადატვირთვის მართვის პროცედურებს ამ კანონის 96-ე მუხლის შესაბამისად; ე) გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის სიმძლავრის გაზომვის, აგრეთვე გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტში ჩატვირთული და ამ ობიექტიდან გადმოტვირთული ბუნებრივი გაზის მოცულობის აღრიცხვის პროცედურასა და წესს; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 95 ვ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტისა და ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ოპერირებისა და შესაბამის შემთხვევებში განვითარების დაგეგმვის კრიტერიუმებს; ზ) სისტემით მოსარგებლის იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც უკავშირდება გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტით სარგებლობას; თ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის ზოგად წესებსა და პირობებს; ი) გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტთან დაკავშირებული ხელშეკრულებიდან ან/და გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტზე დაშვებასთან და მის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობებიდან გამომდინარე დავების განხილვისა და გადაწყვეტის წესს; კ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის ხელთ არსებული, ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერირებისა და მართვისთვის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისთვის საჭირო მონაცემებისა და ინფორმაციის გამოქვეყნების წესს, მათ შორის, ყველა შესაბამისი პუნქტის განმარტებას და ინფორმაციის გამოქვეყნების გრაფიკს; ლ) ურთიერთდაკავშირებული სისტემების სხვა ოპერატორებთან მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლის მეთოდს; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 95 მ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის კომპეტენციის ფარგლებში ენერგოეფექტურობასა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ნ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის ოპერირებასა და მართვასთან დაკავშირებულ სხვა წესებსა და პირობებს. 3. გათხევადებული ბუნებრივი გაზის წესებს შეიმუშავებს გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი, ხოლო გადასინჯავს და ამტკიცებს კომისია. კომისიას ცვლილებები შეაქვს ამ წესებში გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით − გათხევადებული ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორთან კონსულტაციის შემდეგ. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებულ პირთან კონსულტაციის გავლას და გათხევადებული ბუნებრივი გაზის წესების შემუშავების პროცესში მათ სათანადო მონაწილეობას. 4. გათხევადებული ბუნებრივი გაზის წესები ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის ვებგვერდზე. |