FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  29

თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების მოთხოვნის უფლება.
1. სამინისტროს მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებითი განხილვის პერიოდში თავშესაფრის მაძიებელს აქვს მიმღებ ცენტრში განთავსების მოთხოვნის უფლება. ამ მოთხოვნას სამინისტრო თავშესაფრის მაძიებლის მიმართვის საფუძველზე განიხილავს.
2. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება:
    ა) თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები;
    ბ) თავშესაფრის მაძიებლისთვის/მიმღებ ცენტრში განთავსებული პირისთვის მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის საფუძვლები და წესი;
    გ) მიმღებ ცენტრში განთავსებული პირის მიერ მიმღები ცენტრის დატოვების (მათ შორის, იძულებით) და მის მფლობელობაში არსებული ნივთების განკარგვის საფუძვლები და წესი.
3. თავშესაფრის მაძიებელი/მიმღებ ცენტრში განთავსებული პირი მისთვის მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ვალდებულია ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში დატოვოს მიმღები ცენტრი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმღებ ცენტრში განთავსებული პირი მიმღებ ცენტრს ტოვებს იძულების ღონისძიებების გამოყენებით, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად, სასამართლოსთვის მიმართვისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სააღსრულებო წარმოების გარეშე.
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  29

5. თავშესაფრის მაძიებლისთვის/მიმღებ ცენტრში განთავსებული პირისთვის მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება მის აღსრულებას არ აჩერებს.
6. სპეციფიკური საჭიროების მქონე პირი განსახლდება მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.