Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ article 7 ქონება. 1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფოს (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის) მიერ გადაეცემა ქონება ან დაფუძნების აქტით განისაზღვრება მისი ქონების ფორმირების წესი. 2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონება გადაეცემა „სახელმწიფო ქონების შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 21. საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების გადაცემის წესი განისაზღვრება შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით. 3. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონება იქმნება შესატანების ან საწევროების ხარჯზე, დაფუძნების აქტში უნდა განისაზღვროს მათი ოდენობა და შეტანის წესი. |