Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ article 4 სამომხმარებლო კოოპერატივის წევრობა, წევრთა უფლება–მოვალეობანი. 1. სამომხმარებლო კოოპერატივის წევრები–მეპაიეები შეიძლება იყვნენ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირები. 2. მეპაიე–ფიზიკური პირი შეიძლება იყოს როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 16 წელი, სურს და შეუძლია მიიღოს მონაწილეობა სამომხმარებლო კოოპერატივის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებაში. 3. მეპაიე–იურიდიული პირი შეიძლება იყოს როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც იზიარებს სამომხმარებლო კოოპერატივის წესდების მოთხოვნებს. 4. სამომხმარებლო კოოპერატივსა და მის წევრებს შორის ურთიერთობა მყარდება ხელშეკრულების საფუძველზე. 5. სამომხმარებლო კოოპერატივი პასუხს არ აგებს თავისი წევრის ვალდებულებებზე, ეს უკანასკნელი კი პასუხისმგებელია კოოპერატივის ვალდებულებებზე ამ კოოპერატივში თავისი კუთვნილი ქონების ფარგლებში. 6. სამომხმარებლო კოოპერატივის წევრს უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს კოოპერატივის მართვასა და საქმიანობაში, აირჩიოს და არჩეულ იქნეს მისი მართვისა და კონტროლის ორგანოებში, წამოაყენოს წინადადებები კოოპერატივისა და მისი მართვის ორგანოების საქმიანობის გასაუმჯობესებლად; |
სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ article 4 ბ) გამოიყენოს კოოპერატივის მეპაიეთა საერთო (წარმომადგენელთა) კრების მიერ დაწესებული უპირატესობები და შეღავათები საქონლის შეძენისას და სხვა მომსახურებით სარგებლობისას. 7. სამომხმარებლო კოოპერატივის წევრი ვალდებულია დაიცვას წესდება, შეასრულოს თავისი მოვალეობანი კოოპერატივის წინაშე, უზრუნველყოს მეპაიეთა საერთო (წარმომადგენელთა) კრების, მართვისა და კონტროლის ორგანოების გადაწყვეტილებების შესრულება მათთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში. |