FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

article  16

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სტატუსი.
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე არის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, აგრეთვე აღნიშნულ სამსახურში მიღებული სამოქალაქო პირი, რომელთა სტატუსი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება მისი სამსახურებრივი უფლებებითა და მოვალეობებით, რომლებიც დაკავშირებულია ამ მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი ამოცანების შესრულებასთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალური წოდების მინიჭებამდე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის პერიოდი სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება გაუთანაბრდეს სპეციალური წოდებით ნამსახურობას (ჩაითვალოს წელთა ნამსახურობაში), თუ ამ პერიოდში იგი ასრულებდა საკონტრაქტო-პროფესიულ მოსამსახურეთა ან/და კადრის მოსამსახურეთა კატეგორიის შესაბამის მოვალეობებს და ახორციელებდა სათანადო უფლებებს.
3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არის ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს სახელმწიფო.
4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეს ეძლევა სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი ნიმუშის პირადობის მოწმობა.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

article  16

5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შეურაცხყოფა, მუქარა, წინააღმდეგობის გაწევა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
6. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია შეასრულოს მიღებული ბრძანება. მას უფლება აქვს, არ შეასრულოს ბრძანება, რომელიც აშკარად კანონსაწინააღმდეგოა, და გაასაჩივროს იგი ზემდგომ თანამდებობის პირთან ან სასამართლოში. კანონსაწინააღმდეგო ბრძანების შესრულებისას პასუხისმგებლობის წესი განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

article  16

7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ეკრძალება გაფიცვა, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, მასში მონაწილეობა, პოლიტიკური პარტიის წევრობა, სამეწარმეო საქმიანობა, აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულებაში ან სხვა ორგანიზაციაში შეთავსებით მუშაობა, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, სპორტული ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ამ კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტითა და ამ მუხლის 7-1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა და სამედიცინო საქმიანობისა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში ამავე სფეროში დასაქმების შემთხვევაში.
71. პირის შეთავსებით მუშაობის შეზღუდვისგან გათავისუფლების სხვა, ცალკეულ შემთხვევებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის სპეციფიკისა და პირის ინტერესების გათვალისწინებით, განსაზღვრავს აღნიშნული სამსახურის უფროსი.
8. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლება აქვს ამ კანონით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4544 – ვებგვერდი, 10.05.2019წ.