Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 74 საქონლის გადმოტვირთვა და გახსნა. 1. საქონელი მისი გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებიდან უნდა გადმოიტვირთოს ან გადაიტვირთოს მხოლოდ საბაჟო ორგანოს თანხმობით, ამ ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ადგილზე. ამასთანავე, საბაჟო ორგანოს თანხმობა არ მოითხოვება გარდაუვალი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია მთლიანი საქონლის ან მისი ნაწილის დაუყოვნებლივ გადმოტვირთვა. ამ შემთხვევაში შესაბამისი გარემოების შესახებ საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს. 2. საბაჟო ორგანოს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს საქონლის გადმოტვირთვა და გახსნა მისი დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების ან ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების მიზნით. |