Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 312 1. საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელსა და კონსტიტუციურ წარდგინებას საქმის მასალების ფორმალური (და არა შინაარსობრივი) მხარის შემოწმების შემდეგ რეგისტრაციაში ატარებს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილი თანამშრომელი. მათში არაარსებითი, ფორმალური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში კონსტიტუციური სარჩელი და კონსტიტუციური წარდგინება რეგისტრაციაში ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანხმობით და მოსარჩელეს, წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენლებს ეძლევა 15 დღე უზუსტობის გამოსასწორებლად. თუ ამ ვადაში უზუსტობა არ გამოსწორდა, სარჩელისა და წარდგინების რეგისტრაცია უქმდება. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსარჩელეს, წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 312 2. რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება დაუყოვნებლივ გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც, ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის განსჯად საქმეს 7 დღის ვადაში გადასცემს კოლეგიას საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ხოლო თუ საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯადია – იმავე ვადაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესის საფუძველზე ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს პლენუმის სხდომისთვის და საქმეს მას გადასცემს. საქმეთა საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიებისთვის გადაცემისას დაცული უნდა იქნეს რიგითობის წესი, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. თუ რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი იმავე შინაარსისაა ან სამართლებრივად არსებითად უკავშირდება იმ საკითხს, რომელსაც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიისთვის ადრე გადაცემული კონსტიტუციური სარჩელი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია ეს სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანების მიზნით განსახილველად იმავე კოლეგიას გადასცეს. |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 312 4. თუ რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსახილველია ან საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის/საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით პლენუმს გადაეცა განსახილველად და იგი შინაარსობრივად ან სამართლებრივად არსებითად უკავშირდება იმ საკითხს, რომელსაც ეხება პლენუმისთვის ადრე გადაცემული კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება, პლენუმი უფლებამოსილია ეს სარჩელები/წარდგინებები ერთ წარმოებად გააერთიანოს. 5. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე საქმის მიღებისთანავე, ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესის საფუძველზე კოლეგიის წევრთაგან ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს განმწესრიგებელი სხდომისთვის და საქმეს კოლეგიის წევრებს გადასცემს. 6. ამ მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების მიზნებისათვის მომხსენებელი მოსამართლე შეირჩევა ავტომატური, ელექტრონული წესით შერჩევის სისტემის საშუალებით. |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 312 7. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს წყვეტს ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ მიღებულია საოქმო ჩანაწერი ზეპირი მოსმენის ჩატარების შესახებ, იმართება განმწესრიგებელი სხდომა. პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის თარიღს ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომისას – შესაბამისი კოლეგიის თავმჯდომარე. 8. კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღება ფორმდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის/კოლეგიის საოქმო ჩანაწერით, ხოლო არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისას პლენუმს/კოლეგიას გამოაქვს დასაბუთებული განჩინება. 9. ამ კანონის 25-ე მუხლის 4-1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება. |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 312 10. მომხსენებელი მოსამართლე კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების შესწავლისას არკვევს, არსებობს თუ არა ამ კანონის 31-3 მუხლით განსაზღვრული საფუძველი სარჩელის/წარდგინების ან მასში მითითებული რომელიმე საკითხის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, მხარეებთან, კონსტიტუციური წარდგინების ავტორებთან ან/და მათ წარმომადგენლებთან აზუსტებს საქმესთან დაკავშირებულ საკითხებს. კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტის შემთხვევაში მომხსენებელი მოსამართლე განმწესრიგებელი სხდომისთვის ამზადებს განჩინების ან საოქმო ჩანაწერის პროექტს. პროექტი საქმის მასალებთან ერთად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თავმჯდომარეს ან შესაბამისი კოლეგიის თავმჯდომარეს, რომელიც უზრუნველყოფს განმწესრიგებელ სხდომამდე არაუგვიანეს 2 დღისა კოლეგიის წევრებისთვის მათ გადაცემას. თუ კოლეგიის რომელიმე წევრი არ ეთანხმება განმწესრიგებელ სხდომაზე გასატან პროექტს, მას უფლება აქვს, წარადგინოს თავისი პროექტი. |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 312 11. ამ კანონის 25-ე მუხლის 4-1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომხსენებელი მოსამართლე არკვევს, არსებობს თუ არა სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი და, საჭიროების შემთხვევაში, მხარეებთან, კონსტიტუციური წარდგინების ავტორებთან ან/და მათ წარმომადგენლებთან აზუსტებს საქმესთან დაკავშირებულ საკითხებს. კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტის შემთხვევაში მომხსენებელი მოსამართლე განმწესრიგებელი სხდომისთვის ამზადებს განჩინების პროექტს. 12. კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო მოპასუხეს საოქმო ჩანაწერის მიღებიდან 3 დღის ვადაში უგზავნის საქმის არსებითად განსახილველად მიღების თაობაზე შეტყობინებას და საქმის მასალებს, ხოლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იმ თანამდებობის პირს, რომლის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც არის აღძრული, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციაში გატარებიდან 3 დღის ვადაში უგზავნის წარდგინების საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანის თაობაზე შეტყობინებას და საქმის მასალებს. |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 312 13. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯადი საქმის განხილვა კოლეგიის განსჯადი საქმის განხილვაზე ადრე იწყება. საკონსტიტუციო სასამართლო რიგგარეშე განიხილავს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ზ“−„კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით, იმავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით (ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს. |