Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 191 მოვალეთა რეესტრის წარმოება. 1. მოვალეთა რეესტრი არის ფულადი მოთხოვნის აღსრულების უზრუნველყოფამდე წარმოებული საშუალება – სისტემატიზებული ელექტრონული ერთობლიობა მონაცემებისა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნთა შესახებ, რომელთა მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრიდან, გარდა სახელმწიფო ორგანოებისა, მუნიციპალიტეტების/მუნიციპალიტეტების ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალისა. პირი მოვალეთა რეესტრში შეიტანება დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ დაიწყება სააღსრულებო წარმოება. 11. იმ პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია, რომლის მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრამდე, შესაძლებელია განხორციელდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ინიციატივით. 2. მოვალეთა რეესტრს (შემდგომში – რეესტრი) აწარმოებს აღსრულების ეროვნული ბიურო. რეესტრის წარმოების წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 3. რეესტრში რეგისტრაცია არ ათავისუფლებს პირს ფულადი გადახდევინების აღსრულებისაგან. 4. რეესტრის მონაცემები საჯაროა და აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს რეესტრის მონაცემების ხელმისაწვდომობას ამ კანონის 19 2 მუხლში მითითებული ორგანოებისათვის, აგრეთვე მონაცემების მუდმივ განახლებას. |
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 191 5. აღსრულების ეროვნული ბიუროს და სააღსრულებო ბიუროების საამისოდ უფლებამოსილი პირები რეესტრის მონაცემების საფუძველზე უზრუნველყოფენ შესაბამისი ცნობებისა და ამონაწერების გაცემას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. რეესტრიდან შესაბამისი ცნობა და ამონაწერი გაიცემა დადგენილი საფასურის წინასწარ გადახდისა და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. 6. რეესტრიდან შესაბამისი ცნობისა და ამონაწერის მისაღებად საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. |