FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საზღვაო კოდექსი

article  106

1. ქონების ზღვაში ჩაძირვის შემთხვევაში ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელი ან/და მესაკუთრე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ საქართველოს უახლოესი საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსს − ნავსადგურის კაპიტანს.
2. გემთმფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით ადგენს ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების ვადას და ითანხმებს მისი დაცვისა და ამოღების სამუშაოების წარმოების გეგმას. აღნიშნული ვადისა და გეგმის შესახებ სააგენტო ქონების მფლობელს ან/და მესაკუთრეს აცნობებს.
3. თუ ქონება საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაშია ჩაძირული, მისი ამოღების სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გეგმა უნდა შეთანხმდეს ასევე შესაბამის სანავსადგურე ერთეულთან. სანავსადგურე ერთეულმა ხელი უნდა შეუწყოს აღნიშნული გეგმის ჩაძირული ქონების მფლობელის ან/და მესაკუთრის ხარჯით შესრულებას.
საზღვაო კოდექსი

article  106

4. თუ ზღვაში ჩაძირული ქონება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ხელს უშლის უსაფრთხო ნაოსნობას, საზღვაო რეწვას, ჰიდროტექნიკური, სამეცნიერო-კვლევითი, გარემოსდაცვითი, საზღვაო-სამაშველო ან/და სხვა, მსგავსი სამუშაოების წარმოებას ან/და შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება, ქონების მფლობელი ან/და მესაკუთრე ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს უახლოესი საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსს − ნავსადგურის კაპიტანს და, მისი მოთხოვნის შესაბამისად, საკუთარი ხარჯით ამოიღოს ზღვაში ჩაძირული ქონება. ქონების ამოღების ვადა ნავსადგურის კაპიტანთან უნდა შეთანხმდეს.
5. საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში ჩაძირული ქონების შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის მიერ ამოღებისას, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება, აგრეთვე თუ ეს ქონება აფერხებს ნავსადგურის აკვატორიაში კომერციულ საქმიანობას ან მან შეიძლება შეაფერხოს ასეთი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, აღნიშნული ქონება სახელმწიფო საკუთრებაშია თუ არა, სანავსადგურე ერთეული ვალდებულია სააგენტოსთან შეთანხმებით, საკუთარი ხარჯით ამოიღოს ქონება. ამასთანავე, სანავსადგურე ერთეულს უფლება აქვს, გაწეული ხარჯი ამოღებული ქონების რეალიზაციით აანაზღაუროს.
საზღვაო კოდექსი

article  106

6. საქართველოს სანავსადგურე ერთეულში სატვირთო ოპერაციებისა და სანავსადგურე ინფრასტრუქტურის სარემონტო სამუშაოების განხორციელებისას ზღვაში შემთხვევით ჩაძირული ქონების ამოღებასა და რეალიზაციას ახორციელებს უშუალოდ სანავსადგურე ერთეული საკუთარი ხარჯით.
7. თუ სანავსადგურე ერთეულის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღებისას ამ ქონების რეალიზაციის ფასი სრულად დაფარავს მისი ამოღების ხარჯებს და რეალიზაციის შედეგად თანხა დარჩება, სანავსადგურე ერთეული ვალდებულია ეს თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხოს. ამ მუხლით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში სანავსადგურე ერთეული ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს აღნიშნული ქონების რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია.
8. საქართველოს სახელმწიფოს, როგორც ზღვაში ჩაძირული ქონების მესაკუთრეს, მის ამოღებასთან/რეალიზაციასთან დაკავშირებით ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოეშობა არცერთი პირის მიმართ. ეს ნორმა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს სახელმწიფო თავად არის ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების ინიციატორი.